გოგი ჭირაქაძე ორგანულ ქიმიას გვკიკითხავდა. როდესაც არომატულ ნაერთებზე გადავედით, ლექციის დაწყებემდე დიდის ამბით მოგვილოცა ეს. ბენზოლი, ბენზოლის ელექტრონების პი სექსტეტი მისი საყვარელი თემა იყო.
- მიყვარს ბათუმი, იქ ბულვარში სულ ბენზოლის ფორმულები ხატია-მეუბნებოდა ხოლმე (მაშინ ექვსკუთხა ფილაქნები იყო დაგებული ბულვარში). ..
გეპეის მეორე კორპუსის დარბაზში მედეა ჩახავასთან შეხვედრა გაიმართა. ქალბატონ მედეას სიტყვით ბატონმა გოგიმაც მიმართა. აქო ბევრი.
-თქვენ ხართ ქართული თეატრისთვის ის, რაც ორგანული ქიმიისთვის- ბენზოლი - უთხრა მან მედეა ჩახავას.
