ერთერთი პირველი შეკრება გვქონდა სუფრასთან. ერთი სადღეგრძელო უნდა ვთქვა- გამოგვიცხადა ბ-მა გოგიმ. ჩვენ გავფაციცდით.

-სამი რამის სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დავლიო. პირველი -შრომის სიყვარული, მეორე - შრომის სიყვარული, მესამე - შრომის სიყვარული.

ხშირად იმეორებდა ამ სადღეგრძელოს. შრომის სიყვარულში რომ გამომწვრთნა, მე ძალიან გამომადგა.
მეორე კურსის ასპირანტი ვარ და ზაფხულის არდადეგების შემდეგ 2 სექტემბერს ჩავედი თბილისში. იმ დღეს არ შემხვედია. 3 სექტემბერს შევხვდით ერთმანეთს. რატომ ჩამოხვედით 4 სექტემბერს?- დამიმძიმა დანაშაული.