სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი, ცნობილი დრამატურგი რეზო კლდიაშვილი







 

 

დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი

კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანს კონკრეტული პერიოდისათვის დამახასითებელი პრობლემების გადაჭრა უხდებოდა, რაც იმ დროისთვის იყო მნიშვნელოვანი, ასე რომ დღევანდელ ბუნების მიერ შემოთავაზებულ გამოწვევებს, რაშიც ადამიანს მიუძღვის ლომის წილი, ჩვენვე უნდა გავართვათ თავი. ადამიანთა სოლიდარობა ბევრად უფრო ძლიერია ,ვიდრე ‘ ეროვნული ეგოიზმი. კაცობრიობა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კატასტროფების მოწმე უკვე თითქმის ყოველდღიურად არის. უნდა გვახსოვდეს-”დედამიწა-ჩვენი საერთო სახლია” და მის ეკოსისტემას არ გააჩნია საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მილიონობით ეკოლტოლვილთა ბანაკებს. გვახსოვდეს- ურთიერთობა ბუნებასა და ადამიანს შორის უნდა გახდეს ჰარმონიული. დღეს უნდა ვიფიქროთ არა იმაზე რაც დავკარგეთ, არამედ რისი გადარჩენა შეგვიძლია და ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია, რასაც ადამიანის მოდგმის ისტორია ჰქვია.

- ჩვენს სამყაროში სიცოცხლე დაახლოებით როდის ჩაისახა და რამდენი ხანია რაც ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე ?

მეცნიერები თვლიან, რომ სიცოცხლე ჩვენს სამყაროში 4 მილიარდი წლის წინ ჩაისახა, ადამიანი კი 200 000 წელია ცხოვრობს დედამიწაზე.

 

 

რას წარმოადგენდა დედამიწა თავიდან და როგორ გაჩნდა წყლის სამყარო?

სამყაროში ჯერ გაჩდა მზე.შემდეგ მზის სისტემაში გრავიტაციის გავლენით კოსმოსისმტვრის ნაწილაკები.ეჯახებოდნენ და ერწყმოდნენ ერთმანეთს ასე დაიბადა დედამიწა.ის თავიდან წარმოადგენდა ქაოტურ წარმონაქმს და დროთა განმავლობაში ამ ქაოსში ჩაისახა სასწაული- სიცოცხლე. დღესაც კი როცა ჩვენს თვალწინ ხდება ვულკანების გააქტიურება და მათი კრატერებიდან ამოიღვრება გავარვარებული მაგმა.

ეს გვიჩვენებს თუ როგორი იყო დედამიწა უწინ. კრატერებიდან ამოსული ბოლის რგოლები ვრცელდება ატმოსფეროში ,რომელიც ადრე არ შეიცავდა ჟანგბადს და მდიდარი იყო ნახშირორჟანგით და წყლის ორთქლით. დედამიწა ნელ-ნელა ცივდებოდა, ამის შემდეგ წყლის ორთქლი კონდენსაციის შედეგად იღვრებოდა მის ზედაპირზე ღრუბლებიდან მოსული წვიმის სახით და ასე გაჩნდა წყლის სამყარო. დედამიწა მზესთან იმყოფება ისეთ ზომიერ მანძილებზე,რომ ამ ტანდემის არსებობა ხელს უწყობს სოცოცხლის გაჩენას და ბუნებრივ გარემოში ეკოლოგიური ბალანსის დამყარებას. ეს წონასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია. .

- რამ განაპირობა ზღვებისა და ოკეანეების მარილოვანი შედგენილობა?

პირველადი ზღვებისა და ოკეანეების წყალს არავითარი მარილოვანი შედგენილობა არ შეიძლება რომ ჰქონოდა. მაშ რაშია საქმე? ვინ შესძინა ზღვებს და ოკეანეებს მარილოვანი შედგენილობა? სწორედ აორთქლებული და შემდეგ წვიმის სახით წამოსული წყალი მოეფინებოდა ხმელეთს. ეს წყალი მოძრაობისას ქმნიდა მდინარეთა კალაპოტებს. მდინარეები გამორეცხავდნენ ქანებიდან მარილებს და ჩაჰქონდათ ისინი ზღვებსა და ოკეანეებში.ამით მათი მტკნარი წყალი თანდათან ხდებოდა მარილოვანი შემადგენლობის.წყლის ბრუნვის ციკლი დედამიწისა და ატმოსფეროს სისტემაში მუდმივ მოძრაობაშია. წყლის ორთქლი აჩენს ღრუბლებს, რის შედეგადაც მოდის ნალექები ,ნალექები ავსებენ მდინარეებს, ტბებს, ზღვებს, ოკეანეებს.ხდება მუდმივად წყლის აორთქლება ამასთან და ამ ციკლის დროს წყლის საერთო რაოდენობა რჩება უცვლელი. წყალი უნიკალური, გასაოცარი ნივთიერებაა, მას შეუძლია იმყოფებოდეს სამ აგრეგატულ მდგომარეობაში.ზამთარში მდინარეები და ტბები იყინებიან და ჩნდება ყინულის საფარი, მიუხედავად ამისა მის ქვეშ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ჰაერი და წყალი ერთ სისტემას ქმნიან, რადგან დედამიწაზე ყველაფერი ურთიერთ კავშირშია. მწვანე მდელოები ჟანგბადის წყაროები.კორალები, წყალმცენარეები, ნიჟარები და ყოველივე ეს წარმოადგენს ერთიან გარემოს, რომელშიც არსებობენ თევზები, მოლუსკები და სხვა ზღვის ბინადრები.

- როგორ გაჩნდა ჟანგბადი?

თავდაპირველად დედამიწის მთელი ზედაპირი წარმოადგენდა ოკეანეს, რომელშიც მიკროორგანიზმები შთანთქავდნენ ნახშირბადს და წარმოქმნიდნენ მცენარეებს და ცოცხალ არსებებს დროთა განმავლობაში მათი ნაწილი ოკეანიდან გადმოინაცვლა ხმელეთზე.ჩასახულმა სიცოცხლემ გარდაქმნა ატმოსფერო. მცენარეები შთანთქავდნენ წყალბადს დ შლიდნენ წყლის მოლეკულას , რის შედეგადაც წარმოიქმნა ჟანგბადი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ავსებდა ატმოსფეროს.

- ბუნებრივი კითხვაა- ვინ არის ადამიანის წინაპარი?

გეოთერმული წყლის წყაროებში დღესაც არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები.მათ არქეობაქტერიებს უწოდებენ. სწორედ ეს ბაქტერიები წარმოადგენენ ჩვენს წინაპრებს.ისინი შთანთქავენ დედამიწის სითბოს და მხოლოდ მათ გააჩნიათ თვისება მზის ენერგიის ადსორბირებისა.

- ხეები - მცენარეთა ჯაჭვში ევოლუციის ბოლო რგოლი?

ერთი ადამიანის ცხოვრება დაახლოებით 650 000 საათი გრძელდება,ხოლო დედამიწის არსებობა 4 მილიარდ წელს ითვლის , აქედან გამომდინარე 4 მილიარდი წელი დასჭირდა ტყის გაჩენას დედამიწაზე. მცენარეთა ჯაჭვში ხეებს უკავიათ ევოლუციის ბოლო რგოლი. ხე ერთადერთია რომელიც მიისწრაფვის მზისაკენ და ეწინააღმდაგება მიზიდულობას _გრავიტაციის. ციანო ბაქტერიებიდან დაწყებული მათ შეინარჩუნეს მზის ენერგიის შთანთქმის უნარი. ხეების კვდომის შემდეგ მისი ნარჩენები ქმნიან ნიადაგის შემადგენელ ნაწილს. ნიადაგში არსებობს უამრავი ‘მიკროორგანიზმები, რომლებიც მონაწილეობენ ნიადაგში მიმდინარე პროცესებში. მიკროორგანიზმი ქმნიან ჰუმუს, რომელიც წარმოადგენს ნიადაგის ნაყოფიერ შრეს. დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება დამოკიდებულია ნიადაგზე-ჰუმუსზე.

- რას ნიშნავს გამოთქმა --”ცხოვრება დედამიწაზე ეს ნამდვილი მოგზაურობაა თავისი თავგადასავლებით”.

ცხოვრების მოგზაურობაში თითოეულ ბიოლოგიურ სახეს თავისი ფუნქცია გააჩნია. ყველა სახე საჭიროა და არ არსებობს უფუნქციო სახეები, ყველას თავისი ადგილი აქვს,ისინი მოქმედებენ ერთმანეთზე და აწონასწორებენ ერთმანეთს. ჩვენ დღესაც ვსარგებლობთ იმ მემკვიდრეობით, რომელსაც დედამიწა მილიარდი წლების წინ სათუთად ინახავდა ადამიანისთვის,მართალია ადამიანი 200 000 წელია რომ არსებობს ,მიუხედავად ამისა მან მოასწრო დედამიწის სახის საგრძნობი ცვლილება,მოახერხა შეჭრილიყო ყველა ბიოლოგიურ სახეთა არსებობის სფეროში და დაეპყრო უზარმაზარი ტერიტორიები. ჩვენი წინაპრები მომთაბარეობდნენ საკვებისა და უკეთესი პირობების მოსაპოვებლად. კლიმატის დათბობასთან ერთად ადამიანმა დაიწყო სოფლებისა და ქალაქების შენება და აღარ იყო დამოკიდებული ნადირობაზე.ისინი გადადიოდნენ ნოტიო და თბილ კლიმატურ ზონებში, მიისწრაფოდნენ იმ ადგილებისაკენ, სადაც წყალი და სიცოცხლე ერწყმოდა ერთმანეთს. ბუნების ცვალებადობა მოქმედებს ადამიანზე და მისიგენიალობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ყოველთვის გათვითცნობიერებული ჰქონდა თავისი სისუსტე ბუნების წინაშე. ენერგია და ძალა ბუნებამ დიდი რაოდენობით არ უწილადა ადამიანს. ეს ენერგია და ძალა ბევრად იყო დაგროვილი ცხოველებში.ამიტომ ადამიანმა დაიწყო მათი გამოყენება და ცხოველებს ტერიტორიების დასაპყრობადაც იყენებდა.

- არსებობის პირველ ეტაპზე რამ შეცვალა ძირეულად ადამიანის ცხოვრების პირობები?

ათასი წლის წინათ ადამიანმა დაიწყო მიწათმოქმედება, რამაც ძირეულად შეცვალა მისი ცხოვრების პირობები. სოფლის მეურნეობის განვითარება აღმოჩნდა უდიდესი რევოლუცია ადამიანის არსებობაში.იგი დაეხმარა ადამიანს გასულიყო განვითარების ახალ საფეხურზე. მან საკვებად ხორბალი გამოიყენა. ადამიანმა ისწავლა სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში და ზონებში განსხვავებული მარცვლეულის მოყვანა. მიწადმოქმედება დღესაც რჩება ადამიანის ძირითად საქმიანობად და ის როგორც ტრადიცია გადაეცემა შთამომავლობას სისხლით და ოფლით.

- როდის შესძლო ადამიანმა გადასულიყო ტექნიკური განვითარების ახალ სტადიაზე?

მილიონობით წლის განმავლობაში მცენარეულ საფარში გროვდებოდა მზის ენერგია იმისათვის, რომ შემდგომში ის გადაქცეულიყო წიაღისეულ საწვავად, წარმოქმნილიყო- ქვანახშირი, გაზი, ნავთობი და მისცემოდა ადამიანს მისი გამოყენების საშუალება. ნავთობს სამართლიანად ეძახიან დედამიწის სისხლს, სწორედ ნავთობის მოპოვებით და გამოყენებით დედამიწაზე დაიწყო ახალი ერა, მეორე დიდი რევოლუცია ადამიანის არსებობაში. გაჩდნენ მეგაპოლისები, ცათამბრჯენები.ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანმა ისე შეცვალა დედამიწის სახე, რაც არ გაუკეთებია არც ერთ მოდგმას. ბოლო 60 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა და ორ მილიარდზე მეტი გადასახლდა ქალაქებში.ნიუ-იორკი ერთ-ერთი პირველი მეგაპოლისია მსოფლიოში და ადამიანის მიერ წიაღისეული სიმდიდრის გამოყენების სიმბოლოდ ითვლება,რომ არაფერი ვთქვათ აზიაში შანხაიზე, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 3000 ათასი კოშკი-ცათამბრჯენი აშენდა.აქ მშენებლობები დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

- როგორ უზრუნველყოფს საკვების პრობლემას ადამიანი?

ამერიკამ პირველმა გამოიყენა შავი ოქროს ანუ ნავთობის ფენომენალური სიმძლავრე და მინდვრებში მანქანამ შეცვალა ადამიანი. ამ ქვეყნის 3 მილიონ ფერმერს იმდენი ხორბალი მოჰყავს, რაც საჭიროა 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.წარმოებული ხორბლის ნაწილი გამოიყენება მეცხოველეობაში და ბიოსაწვავის მისაღებადაც. დამოკიდებულება შეიცვალა გვალვების მიმართ, რადგან სოფლის მეურნეობაში იხარჯება წყლის რესურსების 70 %. მონოკულტურების განვითარებამ გამოიწვია ბიოლოგიური პარაზიტების წარმოქმნა და მათთან საბრძოლველად ადამიანმა გამოიყენა პესტიციდები - კიდევ ერთი პროდუქტი ნავთობის რევოლუციისა,რასაც მოჰყვა უარყოფითი შედეგები. პესტიციდები აღმოჩნდა ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროს ჰაერში და მათ ზემოქმედება მოახდინეს ცოცხალი ორგანიზმის უჯრედზე. სასუქების გამოყენებამ იმოქმედა მცენარის კვებით რეჟიმზე. მონოკულტურაზე გადასვლით ადამიანმა მიიღო გაცილებით დიდი მოსავალი,მაგრამ მცენარეთა მრავალი სახეობა მოისპო და გადაშენდა. სათბურები ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც თავისებური ბოსტნები, საიდანაც ყოველდღიურად ხდება სატვირთო მანქანებით ერთი და იგივე ზომის პროდუქტის გატანა სხვადასხვა ქვეყნის მარკეტებში.რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით მეტი რაოდენობით მოიხმარსის ხორცს სად და რითი კვებავენ პირუტყვს? საძოვრებზე? რასაკვირველია არა- სატვირთო მანქანებით შეაქვთ ცილოვანი ცხოველური საკვები ან ხორბალი ფერმებში. სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა მთლიანად გახდა დამოკიდებული ნავთობზე. ადამიანს არ უნდა გაიგოს,რომ ბუნების წიაღისეულს ანადგურებს. გასული საუკუნის შუა წლებიდან თევზის მოპოვება ხუთჯერ გაიზარდა 18-დან 100 მილიონ ტონამდე. ათასობით სათევზაო ტრაილერი,აცარიელებს ოკეანეს სიმდიდრეს.მსხვილი თევზების მეტი ნაწილი გადაშენდა. ჩვენ ვანადგურებთ სიცოცხლის ციკლს, რომელიც თვითონ ბუნებამ მოგვცა.

- რა ვიცით ჩვენ ჭაობის შესახებ ?

დაჭაობებული ტერიტორიები პლანეტის მთელი ზედაპირის 6%-ს შეადგენს, ისინი წარმოადგენენ ბუნებრივ ფილტრს, რომელშიც წყალმცენარეები და მიკროორგანიზმები წმინდავენ წყალს დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან. ჭაობი აუცილებელი გარემოა წყლის აღსადგენათ და გასაწმენდათ. წვიმის დროს ჭაობში გროვდება წყალი, ხოლო გვალვის დროს ის გასცემს წყალს. ბოლო ასწლეულში პლანეტაზე არსებული მთელი ჭაობების ნახევარზე მეტი იქნა ამოშრობილი. ფაქტიურად ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ჭაობის თვისებებზე და დანიშნულებაზე.

- რა როლს თამაშობს ტყე?

აღსანიშნავია ტყეების უდიდესი როლი კლიმატური ბალანსის დამყარებაში, რაც განაპირობებს სიცოცხლის არსებობას. ტყეები ჯერ კიდევ იცავენ სინოტივის მარაგის დონეს პლანეტაზე, რომელიც საჭიროა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ხეები ამოისუნთქავენ და აფრქვევენ გრუნტის წყლებს ორთქლისა და ნისლის სახით. ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომლის შემცველობა ტყეებში უფრო მეტია, ვიდრე ატმოსფეროში.ისინი ,ასევე, უზრუნველყოფენ ადამიანს სამკურნალო საშუალებებით-წამლებით და მათ გააჩნიათ ადამიანის გამაჯანსაღებელი თვისებები. ჩვენი უჯრედები ერთ ენაზე ლაპარაკობენ მცენარეებთან. სიცოცხლის გაჩენისას კი ჩვენ ერთ ორგანიზმს წარმოვადგენდით.საინტერესო სტატისტიკაა-ბოლო 40 წლის განმავლობაში ამაზონის მდინარის აუზში დედამიწაზე ყველაზე დიდი ტყის მასივი შემცირდა 20%-ით.წარმოიდგინეთ ,რომ თქვენი სხეულის ფართობი შემცირდა 20% -ით.ცოცხალი მატერია აკავშირებს ერთმანეთთან წყალს ,ჰაერს, მიწას და მზის ენერგიას. ადამიანს ეკონომიკური ექსპანსიიდან გამომდინარე არ აინტერესებს რა ეკოლოგიური კატასტროფები მოჰყვება მის ბარბაროსულ საქმიანობას . კუნძულ გაიტიზე დარჩა მხოლოდ ტყეების 2%. ეროზიამ მიაღწია კატასტროფულ მასშტაბებს, მთის კალთები დანაოჭებულია ღარებით, რომელთა სიგანე ასეული მეტრის ტოლია. ჰუმსის თხელი შრის ჩამოყალიბებას კი ჭირდება ათასობით წლები. ტყეების გაჩეხვა ხელს უწყობს ნახშირორჟანგის ემისიას ატმოსფეროში და არღვევს დედამიწის კლიმატურ ბალანს.სულ უფრო ხშირად ხდება ტყის ხანძრების შეჭრა დიდ ქალაქებში, თავისთავად ისინიც აძლიერებენ გლობალური დათბობის ეფექტს, რადგანაც ხეების წვისას გამოიყოფა ნახშიროღჟანგი. დედამიწის არსებობის არცერთ პერიოდში არ ყოფილა ნახშირორჟანგის კონცეტრაცია ატმოსფეროში. ასეთი დიდი და, რაც მთავარია ,ასეთს ატმოსფეროში ადამიანს არასოდეს არ უცხოვრია.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლანეტის ეკოსისტემას არ გააჩნია საზღვრები?

დაფიქრებაც არ არის საჭირო, რასაკვირველია არ გააჩნია საზღვრები.გრენლადიიდან საქართველო შორს მდენარეობს, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა გრენლანდიაში რომ იზრდება,ეს საქართველოზეც მოქმედებს.მყინვარები დნება და მტკნარი წყალი უერთდება ოკეანის მარილიან წყალს. გრენლანდიის ყინულის მასივები შეიცავენ მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის 20%-ს. თუ ისინი გალღვებიან, მაშინ ოკეანეების დონე მოიმატებს შვიდი მეტრით. რაც მთავარია გრენლანდიაში არ არსებობდა საწარმო ობიექტები, არ მოქმედებს სოფლის მეურნეობა. მაგრამ, სხვა სახელმწიფოებში მათი ფუნქციონირება ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიას ატმოსფეროში, აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს და ზემოქმედებს გარემოზე.ამგვარად ადამიანის მოქმედების ეფექტი ვრცელდება მთელ დედამიწაზე. გრენლანდიის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ ”დედამიწა- ჩვენი საერთო სახლია” და , აქედან გამომდინარე ,ეკოსისტემას არ გააჩნია საზრვრები.

- რა წარმოქმნის აისბერგებს?

თვლიდნენ ,რომ წყალი ყინულოვანი ფარის სიღრმეში იყინება. თურმე ეს ასე არ ხდება, ის აყალიბებს ყინულქვეშა მდინარეებს რომლებიც, გამორეცხავენ ყინულოვან ფარს, ჩაედინებიან ოკეანეში და ამ დროს ჩამოაცილებენ ფარს ნამსხვრევებს ასე წარმოიქმნება აისბერგები.

- ”გლობალური დათბობა”-მოვლენა , რომელიც გვაშფოთებს.

XX საუკუნეში დაწყებული გლობალური დათბობის შედეგად ოკეანეს დონემ მოიმატა 20%-ით. სულ უფრო საგანგაშო ხდება იმ მოსახლეობის მდგომარეობა, ვინც დაბლობ რაიონებში ცხოვრობს და ასეთია მოსახლეობის 70% .მსოფლიოს უმსხვილეს 15 ქალაქიდან 11 განლაგებულია სანაპირო ზოლში ან მდინარის დელტაში. ზღვის დონის აწევასთან ერთად,მარილიანი წყალი იჭრება რა მიწისქვეშა მტკნარი წყლის ჰორიზონტებში,ანადგურებს ამ ქალაქების წყალმომარაგების სისტემას.ამიტომ მოსახლეობის მიგრაცია გარდაუვალია. აფრიკაში კილიმანჯაროს მთამ განიცადა უდიდესი ცვლილება, მისი მყინვარების 80% დადნა.ჰიმალაები,წარმოადგენენ მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიან რეგიონს,ხოლო მისი მყინვარები და თოვლის საფარი სამწუხაროდ იწყებს დნობას.სწორედ ეს მყინვარები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს წყლის გლობალურ ცირკულაციაში. ზამთარში მყინვარებში ხდება წყლის აკუმულაცია თოვლის და ყინულის სახით, ხოლო ზაფხულში დნობის პერიოდში ისინი ასაზრდოებენ მდინარეებს და მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს. აზიის ყველა დიდი მდინარე სათავეს იღებს ჰიმალაებში- ინდი, განგი, მეკონგი, ინსცი, კიანგი. მოსახლეობის 2 მილიარდი სვამს წყალს ამ მდინარეებიდან. სახელმწიფო ბანგლადეში ყველაზე მეტად განიცდის ჰიმალაებში მიმდინარე, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ შედეგებს ,რადგან ბანგლადეში განლაგებულია განგისა და ბრახმაპუდრას დელტაში. ყოველდღიურად 5000 ადამიანი იღუპება დაბინძურებული სასმელი წყლისგან, ერთი მილიარდი ადამიანი განიცდის სანიტარული ნორმების მიხედვით უსაფრთხო მტკნარი წყლის უქონლობას.

- რა გველოდება, როგორია მომავლის პერსპექტივა?

ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მზისგან მოსული ენერგიის მაქსიმალური გამოყენება. მთავარი ის კი არ არის, რაც დაკარგულია, არამედ რის შენარჩუნებაც საჭიროა და შეგვიძლია. პრობლემის გადაჭრისათვის ერთობლივად უნდა ვიმოქმედოდ და გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია, რასაც ადამიანის მოდგმის ისტორია ჰქვია.

ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებილება ბუნებასა და ადამიანებს შორის უნდა გახდეს ჰარმონიული. ადამიანთა სოლიდარობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ეროვნული ეგოიზმი. ანტარქტიდა არის კონტინენტი, რომელსაც გააჩნია უმდიდრესი ბუნებრივი, რესურსები და არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გამოაცხადოს ეს რესურსები თავის საკუთრებად.თანამშრომლობის ხელშეკრულებას 49 ქვეყანამ მოაწერა ხელი. ამ კონტინენტის ბუნებრივი სიმდიდრის ათვისებაში ყველა ქვეყანა თანასწორუფლებიანია.ნაკრძალებს უკავიათ კონტინენტების 20%. კოსტარიკამ შეწყვიტა თავდაცვის დაფინანსება და გამონთავისუფლებული ფულადი მარაგი მოახმარა გარემოს დაცვას. ამ ქვეყნის მთავრობა უპირატესობას ანიჭებს განათლების, ეკოტურიზმის და პირველყოფილი ტყეების დაცვის დაფინანსებას. არსებობს ტყეების მდგრადი მართვის პროგრამა, რომლის რეალიზებით მეწარმეც მოიგებს და მომხმარებელიც. დანიაში არსებობს ელექტროსადგური, რომლის მუშაობისას ნახშირორჟანგი გამოიყოფა არა ატმოსფეროში, არამედ ნიადაგში.საკითხის ასეთი გადაწყვეტა მომავალში პრიორიტეტული უნდა გახდეს. ისლანდიაში გეოთერმული ელექტროსადგური დედამიწის სიღემეში არსებული ცხელი წყლის სითბოს გარდაქმნის უშუალოდ ელექტროენერგიად. დანიაში მოქმედებენ ქარის პარკები, სადაც დაყენებულია ქარის ტურბინები და ქვეყნის მთლიანი ენერგიის 20% გამომუშავდება ამ დანადგარებით. უდაბნოში ამუშავებენ მზის გენერატორებს,რომლებიც მზის რადიაციას გარდაქმნიან ელექტრულ ენერგიად. ყველა პროცესი და მოვლენა დედამიწაზე ურთიერთ- დამოკიდებულებაშია და დაკავშირებულია მზესთან - დედამიწის ერთადერთ ენერგიის წყაროსთან.

ესაუბრა ლადო გუგუშვილი
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტი

გამოქვეყნებულია 04-02-2013