ბატონი შოთა სკოლის ასკიდან იყო დაინტერესებული ქიმიით.სწავლის პერიოდში იგი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის რკინიგზის სკოლების მოსწავლეთა ოლიმპიადაში და ოთხჯერ იყო გამარჯვებული. უნივერსიტეტის სწავლისასაც იგი მონაწილეობდა საკავშირო სტუდენტურ ოლომპიადებში. ბატონი შოთა 1970-71 წლებში სამეცნიერო კვლევებს ატარებდა ნიდერლანდებში, დელფტის ქიმიურ-ტექნოლოგიურ უნივერსიტედში, ნიდერლანდების სადედოფლო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის, პროფ. დე-ბურის ლაბორატორიაში, ხოლო 1976 წელს მუშაობდა ლონდონის უნივერსიტეტში (იმპერიალ კოლეჯი) სამეფო აკადემიის წევრის (FRS) პროფ. რ. ბარერის ლაბორატორიაში.
პროფესორი სიდამონიძე თსუ ქიმიის ფაკულტეტზე, მაღალი კურსის სტუდეტებისთვის კითხულობდა ლექციების კურს "ფიზიკურ ქიმიაში"; კოლოიდურ ქიმიაში", "ნანოქიმიაში" და "მოლეკულის აგებულებაში".
ბატონი შოთას ხელმძღვანელობით დაცულია 22 საკანდიტატო დისერტაცია, იგი იყო 2 სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი. პროფესორი სიდამონიძე იყო უცხოეთში და საქართველოში გამოცემული 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 12 პატენტის და 10 მონგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი ერთერთი წიგნი "Problems in Chemical Thermodinamic with Solutions" აშშ არის დაბეჭდილი.
ბატონი შოთა იყო პ.მელიქიშვილის პრემიის ლაურიატი.იგი დაჯილდოებულია "ღირსების" ორდენით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის მედლით.