მთელი ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება  შოკირებული  და გაოცებული იყო პროფესორი ომარ მუკბანიანის მოულოდნელი სიკვდილით. პროფესორმა ომარ მუკბანიანმა, თავისი სამეცნიერო მიღწევებით პოლიმერების და ორგანული მასალების დარგში, წარმოაჩინა არა მარტო საქართველო, არამედ მისი დინამიზმის და კეთილშობილების წყალობით დიდი მეცნიერული გავლენა იქონია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე.

პროფესორი ომარ მუკბანიანი იყო ადვილად კომუნიკაბელური ადამიანი, ყოველთვის ღია და ყურადღებიანი სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ, ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს, INEOS RAS-ის პროფესორს მოსკოვში, ალექსანდრე რუსანოვს, თბილისელს, რომელმაც მე მირჩია ჩემთვის აღმომეჩინა საქართველო, მისი ხალხი, მისი მკვლევარები და... მისი სუფრა, 2002 წლის სექტემბერში, ერთ დღეს ჩამოვედი თბილისში- „ქრისტიანობის აკვანში“.  მეორე დღეს შევხვდი პროფესორ ომარ მუკბანიანს და მას შემდეგ თანამშრომლობა არ შეგვიწყვეტია, კერძოდ, დავაარსეთ „კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმი  პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“, ასევე ცნობილი როგორც ICSP&AM, რომლის ინიციატორი, ორგანიზატორი და თავმჯდომარე ის იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და რომლის მეშვიდე სესია 2021 წლის ივლისში გაიმართა თბილისში. განსაკუთრებულია პროფესორ ომარ მუკბანიანის სამეცნიერო მოღვაწეობა როგორც პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით (დაახლოებით 500), პატენტები (10), წიგნები (27), ასევე მისი ხელმძღვანელობით, დაცული დისერტაციებით (38). აღსანიშნავია მისი მრავალრიცხოვანი მივლინებები და მოღვაწეობა მსოფლიოს პრესტიჟულ  ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში - მაქს პლანკის პოლიმერების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (Max Planck Institute for Polymer Research, Mainz, Germany), INEOS RAS (მოსკოვი), იენის უნივერსიტეტები: დრეზდენი და როსტოკი.

ის ასევე იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

პროფესორ ომარ მუკბანიანის კვლევის ძირითადი სფერო (კვლევების 4/5) ეხებოდა ჰიბრიდულ და სპეციფიურ პოლიმერებს, რომელიც ფართოდ გამოყენებოდა თანამედროვე ქიმიაში: პოლიციკლური ორგანოსილოქსანები, მათი სინთეზი (ძალიან მრავალრიცხოვანი და ორიგინალური), მათი კვლევა (პოლიმერები და თანაპოლიმერები), ასევე მათი თვისებები. ამგვარად, ეს წარმოადგენს სამუშაოების მთელ კომპლექსს, რომლებიც წარმოადგეს ორიენტირს საერთაშორისოდ აღიარებული ძალიან სპეციფიკური  ჰიბრიდული და კომპოზიტური მასალების სფეროში.

მახსოვს მისი მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმში „პოლიამიდები და მაღალეფექტური მასალები“, ასევე ცნობილი როგორც STEPI 8, სადაც პროფესორი ომარ მუკბანიანი გახლდათ მოწვეული მომხსენებელი და წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „სილიციუმორგანული ბლოკ-თანაპოლიმერები სხვადასხვა განლაგების მქონე კიბისებური ფრაგმენტებით დიმეთილსილოქსანურ ჯაჭვში“, რომელმაც  დაიმსახურა დამსწრე აუდიტორიის უმაღლესი შეფასება, სადაც წარმოდგენილი იყო გამოჩენილი მეცნიერები და სპეციალისტები ჰიბრიდულ და მაღალტემპერატურულ მასალებში.

პროფესორი ომარ მუკბანიანი იყო ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგე, მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და მისი გარდაცვალება უდაოდ უზარმაზარ სიცარიელეს დატოვებს მისი კოლეგების გულებში - მკვლევარების და ლაბორანტების. გარდა ამისა, პროფესორი ომარ მუკბანიანი ძალიან დააკლდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მისი ლექციები პოლიმერებზე და ორგანულ მასალებზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისათვის, რომელთაც მინიჭათ სხვადასხვა აკადემიური ხარისხები - ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტორი. ამგვარად ეს არის ძალიან მძიმე დანაკლისი მთელი უნივერსიტეტისთვის, განათლების და სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რომელის შევსება ძალიან რთული იქნება.

2019 წლის ივლისში, პროფესორი ომარ მუკბანიანის უშუალო მონაწილეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომანიჭა საპატიო დოქტორის წოდება “honoris causa“ და ახლაც, მისი მოულოდნელი წასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო და გამოვხატო ჩემი მადლიერება ამისათვის.

აგრეთვე როგორც ჩემი სახელით, ასევე ჩემი ცოლ-შვილის სახელითაც, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოში მოგზაურობის დროს, ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი მუკბანიანის ოჯახს და ქალიშვილებს. ისინი მე გავიცანი, როდესაც მათ მიმიღეს თავის ოჯახში და გამიმასპინძლდნენ ქართული კერძებით.

ჩვენ დავკარგეთ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი, პროფესორი ომარ მუკბანიანი, რომლის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენში და იგი ყოველთვის იქნება მამოძრავებელი ძალა მომავალი თაობების მკვლევარებისა მთელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისათვის.