მინდა ცალკე ვისაუბრო ბატონი შოთას სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მან მსოფლიოში პირველმა (1962-63წწ) გამოავლინა ცეოლითის დეკათიონირების ხარისხის გავლენა კატალიზურ აქტივობაზე, მან ექსპერიმენტული მასალის საფუძველზე დაასაბუთა ცეოლიტის კრისტალის შემადგელობაში კატიონისმნიშვნელოვანი როლი კატალიზური თვისებების ფორმირებაში, ინფრაწითელი სპექტროსკოპიის, მაღალვაკუუმური ადსორბციული მოცულობითი და გრავიმეტრიული, მიკროკალორიმეტრის და წყალბად-დეიტერიუმის იზოტოპური ჰეტერომიმოცვლის მეთოდების გამოყენებით.
პროფ. სიდამონიძემ მსოფლიოში პირველმა გამოავლინა YBa2Cu3O7 ტიპის კერამიკის ენერგეტიკული რელიეფის,ადსორბციული თვისებების,კატიონმიმოცვლის წყლის(სინესტის) ზეგავლენითკერამიკის ფიზიკური პარამეტრების დეგრადაციის ხასიათი, იზოტოპური მომოცვლის მას-სპექტომეტრული მეთოდით დაადგინა კერამიკის კრისტალური მესრის ჟანგბადის მობილობის ხარისხი.
