სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია პროფესორი გიორგი დანელია



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

პროფესორი გიორგი დანელია დაიბადა 1955წლის 22 ოქტომბერს, 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლა. 1972 წელსვე ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აგროქიმიის სპეციალობით. 1978 წელს განაწილებით დაიწყო მუშაობა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროქიმიის კათედრაზე მეცნიერ მუშაკად. 1986 წელს წაარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: "აზოტიანი სასუქებისა და მისი შესაბამისი სტაბილური იზოტოპების ნორმების გავლენა ბუნებრივი ლანდშაფტის პროდუქტიულობაზე". 1987 წლიდან კათედრის ასისტენტია, ხოლო 1994 წლიდან დოცენტია. 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე. არის სამი სახელმძღვანელოს, 20 სამეცნიერო შრომის ავტორი.

 

 

სტანდარტი ხარისხისა და ფალსიფიკაციის სადარაჯოზე

- ბატონო გიორგი რაში მდგომარეობს პროდუქციის ხარისხის მართვის ეკონომიკური და კომპლექსური სისტემების ძირითადი პრინციპები და ამ მხრივ რა არის აუცილებელი მოთხოვნა?

პროდუქციის ხარისხის წარმოების ეკონომიკური და ტექნიკური დონის ამაღლება დღევანდელი ყოფის აუცილებელი მოთხოვნილებაა, რადგან ყოველი ახალათვისებული პროდუქცია ხარისხობრივი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს. პროდუქციის ხარისხი ყოველი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ორგანული ნაწილია და ცნობილია რომ ხარისხის ზრდა პროდუქციის რაოდენობრივი ზრდის ტოლფასია. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ხარისხის ამაღლებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად ნაკლებია პროდუქციის წარმოების ზრდაზე გაწეულ ხარჯებთან შედარებით. ამის გამო, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქცის ხარისხის მართვას და პროდუქციის ხარისხის მართვის და პროდუქციის ხარისხის მართვის კომპლექსურ სისტემას.

- რას გულისხმობს ხარისხის მართვა?

ხარისხის მართვა გულისხმობს მისი შესაბამისი დონის დადგენას, უზრუნველყოფას და შენარჩუნებას სტანდარტით დადგენილი ხარისხობრივი მაჩვენებლის სისტემური კონტროლის საფუძველზე . პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და მართვის საქმეში დიდ როლს ასრულებს ნედლეულის, დამხმარე მასალების, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის კომპლექსური სტანდარტიზაცია, როგორც კონტროლის ეფექტური ფორმა. ამ მიმართულებით ფართოდ გამოიყენება მეცნიერების დარგი-კვალიმეტრია, რომელიც აერთიანებს პროდუქციის ხარისხის რაოდენობრივი შემოწმების მეთოდს.

კვალიმეტრიის მეთოდებია: ექსპერიმენტული, გამოთვლითი, ორგანოლეპტიკური ანუ სენსორული და სოციოლოგიური. ამ უკანასკნეში იგულისხმება იმფორმაციის შეგროვება პროდუქციის ხარისხზე.

-რას ემყარება პროდუქციის სტანდარტიზაცია?

პროდუქციის სტანდარტიზაცია ემყარება მეცნიერულ პროგნოზირებას მისი დანერგვის შემთხვევაში გაწეული ეკონომიკური ხარჯების მნიშვნელოვანი უკუგებით. ხარისხის მართვა ითვალისწინებს პროდუქციის უნიფიკაციას და ატესტაციას სტანდარტების დაცვაზე სახელწიფოს ზედამხედველობას და სტანდარტიზაციის მნიშვნელოვან პროპაგანდას. სტანდარტიზაციის ხარისხის კონტროლს ახდენს სტანდარტების საერთაშორისო ორგანოები და მათი სამსახური.

-რა კრიტერიუმებისგან შედგება სახელმწიფო სტანდარტი?

სახელმწიფო სტანდარტების დანერგვას კონტროლს უწევს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და პროდუქციის ხარისხის მართვის სახელმწიფო სისტემა. იგი ხასიათდება პოლოტიკური, სოციალური, ეკონომიკური,სამეცნიერო-ტექნიკური ასპექტით. პოლიტიკური ასპექტი ითვალისწინებს მაღალხარისხოვანი პროდუქციის მასობრივი მაშტაბით გამოშვებას; სოციალური ასპექტი-პროდუქციის ხარისხის მართვას მომხმარებელთა მოთხოვნილების შესაბამისად; ეკონომიკური ასპექტი ითვალისწინებს შრომის ნაყოფიერების ზრდას და ასევე, ეკონომიკური პროდუქციის სამომხამრებლო თვისებების ფორმირებას; სამეცნიერო-ტექნიკური ასპექტი კი ნიშნავს როგორც სამამულო, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნის მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევის გამოყენებას.

-სტანდარტიზაციის სამსახური არის თუ არა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი?

სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა ორგანიზაციას უწევს სტანდარტების გამოცდას, მის დანერგვას და პროდუქციის ატესტაციას. სტანდარტიზაციის სამსახურის საზედამხედველო ორგანოები წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული ერთეული, რომელიც არ ექვემდებარება საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელობას და მოქმედებს პროდუქციის ხარისხის ობიექტური შეფასებითა და კონტროლით. აქვს უფლება, წარმოებებიდან ამოიღოს პროდუქტის რეალიზაცია, თუ მისი ხარისხი არ პასუხობს სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.

 

 

ესაუბრა არმინე ავაქიანი და მაგდა ხარაძე

გამოქვეყნებულია 05-12-2011