APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
მემატიანე

ყველა მოგონება

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

ბატონი იოსების მსგავსი ადამიანები განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ ჩემს მახსოვრობაში, ის არ იყო უბრალოდ ქიმიკოსი, ან საყვარელი ლექტორი, ის ბევრად დიდი პიროვნება იყო და იმის ბოლომდე გააზრებას, თუ რამხელა პიროვნება დავკარგეთ, ვფიქრობ, კიდევ დიდ ხანს ვერ შევძლებთ... რაც ბატონ იოსებს გამოარჩევდა და განსაკუთრებულს ხდიდა სტუდენტების თვალში იყო მისი უბრალოება და პროფესიონალიზმი! ძნელია დაივიწყო მისი თბილი ღიმილი და ინტერესით…

მიხეილ სამხარაძესრულად

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

ჩვენი ძვირფასი პროფესორი, ჩვენი იო, როგორ მატკინეთ გული... ნათელი და სანთელი თქვენს უკვდავ სულს, ბატონო იოსებ! დიდი კვალი დატოვეთ ჩემს მეხსიერებაში, რადგან განსაკუთრებული ადგილი გეკავათ ჩემს გულში, პროფესორზე ბევრად მეტი იყავით ჩვენთვის, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საკითხში ჩვენს დასახმარებლად, თქვენი თბილი გულით გვმოძღვრავდით და ქიმიასთან ერთად, ყველაზე მთავარს, მის სიყვარულს გვასწავლიდით... ამ ორ…

მიხეილ სამხარაძე (სტუდენტი)სრულად

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

ბატონი იოსები იყო, პირველ რიგში, საუკეთესო ადამიანი შემდგომ კი, მასწავლებელი. მის ყველა ლექციაზე აშკარა იყო, თუ რამდენად პროფესიონალური იყო იგი და რამდენად უყვარდა საკუთარი საქმიანობა. ნათელი იყო ყოველთვის, რომ იგი საუბრობდა, არა რაღაც უბრალო თემაზე, არამედ რაღაც უფრო მეტზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, ამიტომაც თითოეული ლექცია იკითხებოდა გულიდან წამოსული და გონებასთან შეზიარებული სიტყვებით. ასეთივე…

სანდრა მეშველაშვილი (სტუდენტი)სრულად

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

ბატონი ბიჭი, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა, შემაყვარა და ცხოვრების გზაზე გამომატანა. იშვიათად შემხვედრია ბატონი ბიჭის მსგავსი ნიჭის და ყოვლისშემძლე სინთეტიკოსის ხელების მქონე ქიმიკოსი… საოცრად თავმდაბალი, კეთილშობილი, მზრუნველი და თბილი, მშობლიური ადამიანი ჩემთვის… უამრავი ტკბილი, კეთილი და ძვირფასი მოგონება დამრჩა… განსაცდელიან წლებში, ჩვენი გაყინული…

ელისო გოგრიჭიანი:სრულად

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

მძიმესი ტკივილია ჩვენი მიმართულებისათვის, უდიდესი მეცნიერი და პიროვნება გამოგვაკლდა, როგორ დაგვაკლდება თქვენი მეცნიერული და პედაგოგიური ხედვები. ვერ წარმომიდგენია თქვენს გარეშე ჩვენი მიმართულება. უდიდეს მადლობას გიხდით იმ ამაგისათვის, რომელიც გაწიეთ ყოველი ჩვენგანის მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩამოყალიბებაში. სამარადისო ნათელი თქვენს სპეტაკ სულს.

ნაირა ნარიმანიძესრულად

იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე

პატივი მქონდა მრავალი წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელობით მემუშავა. თვითონ შვილებს გვეძახდა... მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ამ კვირაში მუშაობისას ისე მოხდა, რეაქციის ჩატარებისას, ვინანე რომ ბ-ნი ბიჭის რჩევა არ გავითვალისწინე. ზუსტად ამ დღეებში ვფიქრობდი მასზე. რამდენი რამის მოყოლას ვაპირებდი მისთვის, სამწუხაროდ ყველაფერი დარჩა უთქმელი. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ბ-ნი ბიჭი იყო ძვირფასი! ნათელი და…

მარინა ნარინდოშვილი:სრულად

თამარ ხატისაშვილი

ზოგი ადამიანი ხმაურს ტოვებს, ზოგიც კი – სითბოს. თაკო სითბო იყო. ძნელია გაიაზრო, რომ ადამიანი, რომელიც ასე ფრთხილად ეპყრობოდა ცხოვრებას, საკუთარ ჯანმრთელობას, ყოველთვის მოძრაობაში და გეგმების განხორციელებაში იყო, ერთ წამში შეიძლება გაქრეს. 29 დეკემბერმა ჩვენი სამყარო შეცვალა. თაკო პირველად 2018 წელს გავიცანი. მაშინ მე სკოლის მოსწავლე ვიყავი და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ვემზადებოდი, ის კი უნივერსიტეტის…

ლაშა ხუციშვილისრულად

შოთა სამსონია

ბატონი შოთა იყო უაღრესად კეთილშობილი და პატიოსანი ადამიანი.ის საკმაოდ რთული საგანს-ორგანულ ქიმიას გვასწავლიდა. და ისეთი ნიუანსები გვასწავლა, რომელიც არცერთ სახელმძღვანელოში არ წერია. მაგ.ჰიბრიდიზაციის ტიპის დადგენა ფორმულის მიხედვით.ახლაც როდესაც სტუდენტები მეკითხებინ თუ ასე სწრაფად როგორ ვადგენ ჰიბრიდიზციის ტიპს და სად არის ეს მითითებული ჩემი პასუხი ერთია-ეს მე ჩემმა პედაგოგებმა მასწავლეს!... მუდამ მომღიმარი და…

გიორგი ადამიასრულად

შოთა სამსონია

ეს სურათი მიყვარს ძალიან. 2009 წელს არის გადაღებული. სიღნაღში ჩავატარეთ სიმპოზიუმი ორგანულ ქიმიაში. ამ დღეს დაიბადა იდეა ჩვენი ასოციაციის დაფუძნებაზე... სხვა გეგმებზეც ბევრი ვისაუბრეთ... არ მახსენედება რაიმე წამოწყება, მისთვის რომ გამენდო და მხარი არ დაეჭირა.. . სამსახურს რომ ვიცვლიდი, აზრი ვკითხე. არ შევცდარვარ არც მე (აზრი რომ ვკითხე), არც ის (რაც მითხრა, ყველაფერი გამართლდა). მანამადე კი იყო რთული 2003-2004 წლები.…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

ომარ მუკბანიანი

ძალიან ძნელია შეეგუო აზრს, რომ აღარ არის ცოცხალი ადამიანი, რომლის ავადმყოფობა არასდროს გაგიგონია, სულ გესმოდა მის ირგვლივ მოუშავე ადამიანებისაგან მისი ქება დიდ ენერგიასა და დაუღალავ შრომაზე და ამასთანავე მომთხოვნელობაზე. ასეთი იყო ომარ მუკბანიანი. მან არ იცოდა რა იყო დაღლა. არ შევეხები მის ტიტულებს. ჩემთვის ის იყო მუდამ მომღიმარე ომარ მუკბანიანი, რომელმაც იცოდა საქმიანი საუბარიც და სახუმარო ამბის მოყოლაც, რის შემდეგ…

დავით გვენცაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორისრულად

36 მოგონება · გვერდი 1 / 4

მემატიანე