მემატიანე
იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე
ჩვენი ძვირფასი პროფესორი, ჩვენი იო, როგორ მატკინეთ გული... ნათელი და სანთელი თქვენს უკვდავ სულს, ბატონო იოსებ! დიდი კვალი დატოვეთ ჩემს მეხსიერებაში, რადგან განსაკუთრებული ადგილი გეკავათ ჩემს გულში, პროფესორზე ბევრად მეტი იყავით ჩვენთვის, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საკითხში ჩვენს დასახმარებლად, თქვენი თბილი გულით გვმოძღვრავდით და ქიმიასთან ერთად, ყველაზე მთავარს, მის სიყვარულს გვასწავლიდით... ამ ორ სემესტრში რამდენი რამის გახსენება შემიძლია, რამდენის... სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი უკვე ისტორიად იქცა შეხვედრამდე, ბატონო იოსებ!.



