მემატიანე
შოთა სამსონია
ეს სურათი მიყვარს ძალიან. 2009 წელს არის გადაღებული. სიღნაღში ჩავატარეთ სიმპოზიუმი ორგანულ ქიმიაში.
ამ დღეს დაიბადა იდეა ჩვენი ასოციაციის დაფუძნებაზე... სხვა გეგმებზეც ბევრი ვისაუბრეთ...
არ მახსენედება რაიმე წამოწყება, მისთვის რომ გამენდო და მხარი არ დაეჭირა..
.
სამსახურს რომ ვიცვლიდი, აზრი ვკითხე. არ შევცდარვარ არც მე (აზრი რომ ვკითხე), არც ის (რაც მითხრა, ყველაფერი გამართლდა).
მანამადე კი იყო რთული 2003-2004 წლები. მაშინ ჯერ მხოლოდ "შორიდან" ვიცობდით ერთმანეთს, თუმცა მისი თანადგომა დღევანდელი ბრიტანეთის უკრაინისათვის თანადგომის ტოლფასი იყო ჩემთვის.