მემატიანე
იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე
ბატონი იოსები იყო, პირველ რიგში, საუკეთესო ადამიანი შემდგომ კი, მასწავლებელი. მის ყველა ლექციაზე აშკარა იყო, თუ რამდენად პროფესიონალური იყო იგი და რამდენად უყვარდა საკუთარი საქმიანობა. ნათელი იყო ყოველთვის, რომ იგი საუბრობდა, არა რაღაც უბრალო თემაზე, არამედ რაღაც უფრო მეტზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, ამიტომაც თითოეული ლექცია იკითხებოდა გულიდან წამოსული და გონებასთან შეზიარებული სიტყვებით. ასეთივე დიდი სიყვარულით ცდილობდა კიდეც ჩვენს მოხიბვლასა და “შეტყუებას” ორგანული ქიმიის სამყაროში. მადლობა, ბატონო იოსებ, თითოეული ლექცისთვის, დარიგებისთვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მუდამ მემახსოვრებით. ნათელი და სანთელი თქვენს სულს.




