პატივი მქონდა მრავალი წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელობით მემუშავა. თვითონ შვილებს გვეძახდა... მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ამ კვირაში მუშაობისას ისე მოხდა, რეაქციის ჩატარებისას, ვინანე რომ ბ-ნი ბიჭის რჩევა არ გავითვალისწინე. ზუსტად ამ დღეებში ვფიქრობდი მასზე. რამდენი რამის მოყოლას ვაპირებდი მისთვის, სამწუხაროდ ყველაფერი დარჩა უთქმელი. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ბ-ნი ბიჭი იყო ძვირფასი! ნათელი და არდავიწყება მის ხსოვნას!
