მემატიანე
იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე
ბატონი ბიჭი, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა, შემაყვარა და ცხოვრების გზაზე გამომატანა. იშვიათად შემხვედრია ბატონი ბიჭის მსგავსი ნიჭის და ყოვლისშემძლე სინთეტიკოსის ხელების მქონე ქიმიკოსი… საოცრად თავმდაბალი, კეთილშობილი, მზრუნველი და თბილი, მშობლიური ადამიანი ჩემთვის… უამრავი ტკბილი, კეთილი და ძვირფასი მოგონება დამრჩა… განსაცდელიან წლებში, ჩვენი გაყინული ლაბორატორია იყო ყველაზე თბილი იმედის კუნძული ჩვენთვის, ბატონი ბიჭის “შვილობილებისთვის”. უსაზღვროდ მადლობელო ვარ ყველაფრისთვის, ჩემს გულში ხართ მუდამ!



