ბატონი გურამ სუპატაშვილი მეტად ღირსეული და პრინციპული პიროვნება იყო, როგორც იტყვიან „ვაჟკაცური პიროვნება“. იგი მართლაც გამოირჩეული იყო ქიმიის ფაკულტეტზე. სტუდენტებში ცოდნასთან ერთად, ადამიანობას აფასებდა. გამოცდებსაც სამართლიანად ატარებდა, მისთვის არ არსებობად,თუ ვისი შვილი იყავი, ყველას ერთნაირად „წურავდა“. სტუდენტობის დროს მე სულ ერთი სემესტრი მქონდა მასთან ურთიერთობა. ერთხელ უნივერსიტეტში,შემხვდა და რაღაც მთხოვა გამეკეთებინა, მე დავპირდი და დამავიწყდა, საღამოს, სახლში გამახსენდა. ტელეფონზე ვურეკე და იმ დროს დარეკვა პრობლემა იყო. მე და მამაჩემი სახლში მივედით, მაშინ ვაკეში ცხოვრობდა. რომ გაიგო თუ რისთვის ვესტუმრეთ, გაგიჟდა, მე ის დავიწყებული მქონდაო და შემაქო, „შენ ვინ ყოფილხარო“- მითხრა და ხელი მაგრად ჩამომართვა.
წლების შემდეგ მომიწია კიდევ შეხვედრა ბატონ გურამთან, ჩემი დისერტაცია მქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტში მიტანილი, ჩემი ოპონენტი ქ-ნი დალი წაქაძე იყო. ბატონი გურამი გაცნობია და მოწონებია, დამიბარა და მითხრა „ მე , უკვე რამდენიმე წელია რაცენზიებს აღარ ვწერ, მაგრამ ისე მომეწონა შენი ნაშრომი, ტრადიცია უნდა დავარღვიოო“ და რეაცენზია მომცა.
