ვახტანგ(ვატო) უგრეხელიძე დაიბადა ქიმიკოსების ოჯახში. მამა ცნობილი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დევი უგრეხელიძე, ხოლო დედა - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დოცენტი, როზა კუბლაშვილი იყო.
შემდგომში მისმა ძმამ შალვამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო მეუღლე, ნინო გამყრელიძე - ქიმიკოსია.
ვატოსთან ბავშვობის მეგობრობა მაკავშირებდა, თუმცა ჩვენს შორის ასაკში საკმოა სხვაობა იყო. ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ და ბატონ დევის მოყავდა ჩვენთან, გაგიკივირდებათ და - იტალიური ოპერების მოსასმენად. როგორი ყურადღებით უსმენდა, მე ეს მიკვირდა!
ვატო ბრწყინვალე ქიმიკოსი იყო. 1991 წელს თბილისის 51-ე სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს და იმავე წელსა სწავლა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იქვე დაიცვა დისერტაცია.იგი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფოსორი.
ვატოს გარდაცვალება მეხის გავარდნას გავდა, მე პირადად გაოგნებული ვიყავი,არ მჯეროდა!
რამდენი რამის გაკეთება შეეძლო ვატოს!
ნოდარ დუმბაძეს ერთი საბავშვო ლექსი აქვს, ამ ლექსში ბებერ მწევარს კურდღელი დასცინის, მწევარი კი პასუხობს:
“თუმცა არც ისე ვწუხვარო,
შენც მხიარული ნუ ხარო,
ისეთი ლეკვი მეზრდება.
სიზმარშიც ვერ წაუხვალო“
ვატოს ორი ვაჟკაცი ეზრდება......
