სერგო ადამიას უნიკალური იტალიური ოპერის კოლექცია ჰქონდა. იგი ქალაქში ერთერთ დიდ კოლექციონერად ითვლებოდა. შესანიშნავად ერკვეოდა საოპერო ხელოვნებაში. ბ-ნ სერგოსთან ხშირად მოდიოდნენ თბილისის საოპერო თეატრის მომღერლები, რათა მოესმინათ საოპერო არიები, მარია კალასის, ტიტო გობის, მარიო დელ მონაკოსა და სხვა გამოჩენილი ხელოვანის შესრულებით.