მამაჩემს ბევრი ქართველისაგან განსხვავებით ღვინის სმა არ უყვარდა. ერთხელ ორგანული ქიმიის დიდ ლაბორატორიაში წვეულება იყო, სუფრას როგორც ყოველთვის ბატონი ილო გვერდწითელი უძღვებოდა. სერგო, ღვინოს არ სვამდა, ეს შეამჩნია ბატონმა ილომ, და მკაცრად ჰკითხა: „სერგო ღვინოს რატომ არ სვამ, არ მოგწონს?!“ „მე ბატონო ილო ღვინო არ მინდა, ლიმონათს დავლევო“- მიუგო ბ-ნმა სერგომ, „ ძალიან კარგი, მაშინ რამდენ ღვინოს დავლევ ზუსტად იმდენი ლიმონათი დალიე“

მამაჩემი იმ დღეს სახლში მოიტანეს...