მართლაც ძნელი ყოფილა მეგობარზე წარსული დროით საუბარი. მე და დათომ ერთ წელს ჩავაბარეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯგუფში ვიყავით, ახლო მეგობრები ვიყავით და საერთოდ ჩვენი კურსის ბიჭებს (გია ხატისაშვილი, ზაზა კეჭაყმაძე, დავით საბელაშვილი, მე და დათო გონაშვილი) ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, რომელიც ახლაც გრძელდება.

ჩვენი ბიჩოკა (ასეთი ზედმეტსახელი შევარქვით დათოს) გამორჩეული იყო. ადამიანებთან კომუნიკაციის საუკეთესო თვისება ჰქონდა, უნივერსიტეტის II კორპუსის კოლორიტი იყო, ათასგვარი გამონათქვამები დადიოდა ბიჩოკაზე. შესანიშნავად უკრავდა ელექტრო გიტარაზე და რაც მთავარია იყო კარგი ქიმიკოსი, შეისწავლა გაზური ქრომატოგრაფი, ახალგაზრდამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, შექმნა მშვენიერი ოჯახი და უცებ - ჩვენი ბიჩოკა გარდაიცვალაო!!!!!!!!!

მეტს ვერაფერს  დავწერ...