ძნელია ემზარზე ისაუბრო წარსულ დროში. ეს იყო უღალატო ადამიანი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და გია ხატისაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში დავიწყეთ მუშაობა მარლენ გორდეზიანის ლაბორატორიაში. იქ ემზარიც მუშაობდა. ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი, ყველანაირ საქმეში გვერდში გვედგა. მოგვიანებით მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ წიგნის “ქიმია გაღრმავებული კურსის“ დახვეწაში დამეხმარა.


ეროვნულ მოძრაობაში თავიდანვე ჩაერთო. ბ-ნ ზვიად გამსახურდიასთან საკმაოდ ახლოს იყო. მე ქაქუცას მეძახდა.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ქიმიის გამსწორებელი იყო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის მასწავლებელთა ტრენინგების კონსულტანტი, მოკლედ მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა სიცოცხლის ბოლომდე.


ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ემზარ!