ქალბატონი რიმა პაპავა გახლავთ შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც საფულიანად შეგვასწავლა ისეთი რთული საგანი, როგორიცაა ორგანული ქიმია. ის ორგანული ქიმიის სემინარებს უძღვებოდა და თითოეულ სტუდენტს, ინდივიდუალურად ასწავლიდა ორგანული ქიმიის საფუძვლებს. ლექციების შემდეგაც გვითმობდა დროს, რომ საგანი უკეთ შეგვესწავლა.

გასული საუკუნის 50 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტმა, პროფესორმა, ილია გვერდწითელმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე ახალგაზრდა ქიმიკოსებისაგან შექმნა სანიმუშო გუნდი, რომლებმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარეს შესანიშნავი პედაგოგების თაობას და მათ შორის აიყო ქალბატონი რიმა პაპავაც. ქალბატონი რიმა, 2007 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში , სადაც ორგანული ქიმიის კურსს კითხულობდა. მადლობას ვუხდი მას ღვაწლისათვის, რომელიც ქიმიის მეცნიერებისთვის და მომავალი ქიმიკოსებისთვის გასწია.