ბატონ ომართან უაღესად კეთილშობილი პიროვნება იყო. მახსოვს 1976 წელს მამამ მოსკოვში წამიყვანა, მაშინ პირველად ვიყავი მოსკოვში და დიდმა ქალაქმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 10 დღე დავრჩით მოსკოვში. მოგეხსენებთ სასტუმროს შოვნა იმ დროს საკმაო პრობლემა იყო. რამდენიმე ხანს სასტუმრო "Универститетская"- ში ვცხოვრობდით, ბოლოს ორი დღე კი ბინის გარეშე დავრჩით. ბატონი ომარი იმ დროს ასპირანტურაში სწავლობდა და Арбатская-ზე ნაქირევებ ბინაში ცხოვრობდა. მივადექით მე და მამაჩემი ბატონ ომარის. არ დამავიწყდება, თუ როგორ შეგვხდა ბატონი ომარი. ის სითბო ახლაც მახსოვს. დაგვიტოვა ბინა და თვითონ მეგობართან გადავიდა.
