18. მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1. კეთილშობილი აირები

1. ვინ აღმოაჩინა კეთილშობილი აირები? რით არის გამოწვეული კეთილშობილი აირების ატომების მდგრადი აღნაგობა? როგორია მათი ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები?

2. სად არის გავრცელებული ყველაზე მსუბუქი ინერტული აირი ჰელიუმი? დაწერეთ მზეზე მისი დაგროვების შესაბამისი ბირთვული რეაქცია.

3. როგორ ღებულობენ (რომელი ბუნებრივი წყაროდან) ჰელიუმს?

4. როგორია კეთილშობილი აირების არამდგრადი ნაერთების - კლატრატების ქიმიური ფორმულა? რა უწყობს ხელს მათ წარმოქმნას?

5. რით განსხვავდება Rn, Xe და Kr დანარჩენი კეთილშობილი აირებისაგან?

6. როგორი აღნაგობის კომპლექსური ნაერთი წარმოიქმნება პლატინის ჰექსაფთორიდის და ქსენონის ურთიერთქმედებით? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

7. ააგეთ ატომური ორბიტალებიდან XeF2-ის მოლეკულის წარმოქმნის სქემა

8. როგორი აღნაგობა აქვს XeF2-ის მოლეკულას? როგორ აიხსნება მოკლედ მო-ის თეორიით მისი წარმოქმნა?

9. როგორ ბუნებას ავლენს XeF2? რომელ ნაერთებთან რეაგირებს XeF2 და რას წარმოქმნის? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

10. როგორ ბუნებას ავლენს XeF2-ისა და XeF4-გან განსხვავებით XeF6? რომელი რეაქციები ადასტურებს მათ მიერ ამ ბუნების გამოვლენას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

11. რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ინერტული აირების - ქსენონის და კრიპტონის ფთორიდებს? როგორ უნარს ავლენენ ეს ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

12. როგორ მიიღება კვარციდან ქსენონის ოქსოტეტრაფთორიდი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

13. რა საშიშროებას ქმნის კეთილშობილი აირი - რადონი ადამიანისთვის და რა შემთხვევაში?

 

s