18.მე-18 ჯგუფის ელემენტები
18.1.კეთილშობილი აირები
კითხვა:
რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ინერტული აირების - ქსენონის და კრიპტონის ფთორიდებს? როგორ უნარს ავლენენ ეს ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
ინერტული აირების ფთორიდები ძლიერი მჟანგავებია. მაგალითად, XeF4 ჟანგავს პლატინას:
Pt + XeF4 + 2 HF → H2[PtF6] + Xe
გაცხელებისას განიცდის დისპროპორციონირებას:
3 XeF4 → 2 XeF6 + Xe
XeOF2 ნაკლებად მდგრადია.
XeF6 ქიმიურად ძლიერ აქტიურია.
2XeF6 + KF → KXeF7 (ჰეპტაფთოროქსენატი)
2XeF6 + 2KF → K2XeF8
XeF6-ის ჰიდროლიზით მიიღება ძლიერ ფეთქებადი ნივთიერება - XeO3:
XeF6 + H2O → XeOF4 + 2HF
XeF6 + 3H2O → XeO3 + 6HF
XeO3 - ძლიერი მჟანგავია:
XeO3 + 6 HI → Xe + 3 I2 + 3 H2O
თუმცა, ძლიერი მჟანგავით მისი დაჟანგვაც შეიძლება:
XeO3 + 4 NaOH + O3→ Na4XeO6 + O2 + 2 H2O
Xe(VIII)ნაერთები: XeO4 - ტეტრაოქსიდი, XeF8 - ტეტრაფტორიდი
XeO4 - ძლიერ აქროლადია, ჩვეულებრივ პირობებში ნელა იშლება:
2 XeO4 → Xe + XeO2 + 3 O2
XeO4 - მყარ მდგომარეობაში ძლიერ ფეთქებადია.