18.მე-18 ჯგუფის ელემენტები
18.1.კეთილშობილი აირები
კითხვა:
როგორი აღნაგობის კომპლექსური ნაერთი წარმოიქმნება პლატინის ჰექსაფთორიდის და ქსენონის ურთიერთქმედებით? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
PtF6 - წარმოადგენს ძლიერ მჟანგავ ნივთიერებას. ამერიკელი ქიმიკოსი ნილ ბარტლეტი თვლიდა, რომ ამ ნივთიერებების გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა კეთილშობილ აირთა ნაერთების მიღება. მართლაც, 1962 წელს მან პირველმა მოახდინა კეთილშობილი აირის – Xe-ის რეალური ქიმიური ნაერთის - Xe[PtF6]-ის დასინთეზება:
Xe + PtF6 → Xe[PtF6]