18.მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1.კეთილშობილი აირები

კითხვა:

ვინ აღმოაჩინა კეთილშობილი აირები? რით არის გამოწვეული კეთილშობილი აირების ატომების მდგრადი აღნაგობა? როგორია მათი ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები?

 

პასუხი:

ჰაერში კეთილშობილი აირების არსებობა პირველად 1785 წელს შენიშნა ინგლისელმა მეცნიერმა კევენდიშმა. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა არგონი (0.93 %). ბუნებაში ის წარმოიქმნება  იზოტოპისაგან ბირთვული რეაქციით  - ელექტრონის მიტაცების გზით. სიტყვა “არგონი” ბერძნულად ნიშნავს “ზარმაცს”.

მე-18 ჯგუფის ელემენტებს კეთილშობილი აირები ეწოდათ ქიმიური გარდაქმნებისადმი ინერტულობის გამო. ქიმიური ინერტულობა კი მათი ატომების ელექტრონული გარსების “ჩაკეტილობით” აიხსნება. ყველა მათგანს, გარდა ჰელიუმისა, ახასიათებს 8-ელექტრონიანი დასრულებული შრე (ns2np6). კიდევ უფრო მდგრადია ჰელიუმის 2-ელექტრონიანი გარსი (1s2). აქედან გამომდინარე, მათი ატომები იონიზაციის მაღალი პოტენციალით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, მაღალი ძაბვის დენით განმუხტვის პირობებში შესაძლებელი გახდა მათი იონიზაცია, რომლის დროსაც, He იძლევა ყვითელ ნათებას, Ne  -ნარინჯისფერს, Ar  - ცისფერს, Kr  - მწვანეს, Xe  - იისფერს და Rn  - თეთრს. აქედან გამომდინარე, ისინი სარეკლამო განათებაში გამოიყენება.