18.მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1.კეთილშობილი აირები

კითხვა:

როგორია კეთილშობილი აირების არამდგრადი ნაერთების - კლატრატების ქიმიური ფორმულა? რა უწყობს ხელს მათ წარმოქმნას?

 

პასუხი:

აირების ჰიდტრატები, რომლებიც წარმოიქმნება ყინულის კრისტალის კვანძთაშორის სივრცეში აირადი მოლეკულების (Cl2, CH4, Ar, Xe, SO2 და სხვ.) ჩანერგვით, წარმოადგენენ კლატრატებს. კლატრატებს მიეკუთვნება x·6H2O,  x·8H2O, სადაც x  - “სტუმრის” მოლეკულაა. კეთილშობილი აირები წარმოქმნიან Ar·6H2O, Ne·6H2O, Kr·6H2O, აირების ჰიდრატებს. კლატრატები ბუნებაში ასრულებენ აირების ბუნებრივი საცავის როლს. მათი °C-ზე წარმოქმნისათვის აუცილებელია მაღალი წნევა.