18.მე-18 ჯგუფის ელემენტები
18.1.კეთილშობილი აირები
კითხვა:
სად არის გავრცელებული ყველაზე მსუბუქი ინერტული აირი ჰელიუმი? დაწერეთ მზეზე მისი დაგროვების შესაბამისი ბირთვული რეაქცია.
პასუხი:
ჰელიუმი აღმოჩენილი იქნა მზეზე 1868 წელს. მზის სპექტრის შესწავლისას შენიშნეს მკვეთრი ყვითელი ხაზი ტალღის სიგრძით 587.49 ნმ, რომელიც ადრე ცნობილი არ იყო არც ერთი ელემენტის სპექტრში. ეს ამტკიცებდა მზეზე ახალი, დედამიწაზე უცნობი ელემენტის არსებობას. ამ ელემენტს ჰელიუმი უწოდეს (ბერძნულად “ჰელიოს” მზეს ნიშნავს). 1898 წელს ინგლისელმა მეცნიერმა რამზაიმ მინერალ კლევეიტის გაცხელებით მიიღო აირი, რომლის სპექტრი ჰელიუმის სპექტრის ანალოგიური აღმოჩნდა.
ჰელიუმი აღმოჩენილი იქნა ატმოსფეროშიც (5.3×10-4 %). მისი მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოიყოფოდა ზოგიერთ ადგილებში დედამიწის წიაღიდან ბუნებრივ აირებთან ერთად. სამყაროში მის დაგროვებას განაპირობებს წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის თერმობირთვული რეაქცია: