18.მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1.კეთილშობილი აირები

კითხვა:

როგორი აღნაგობა აქვს XeF2-ის მოლეკულას? როგორ აიხსნება მოკლედ მო-ის თეორიით მისი წარმოქმნა?

 

პასუხი:

 

ნილ ბარტლეტი
(1931-2016) ლაბორატორიაში მუშაობისას

XeF2-ის მოლეკულა ტრიგონალური ბიპირამიდაა Xe-ის სამი გაუზიარებელი ელექტრონული წყვილით:

XeF2-ის მოლეკულის გეომეტრია

 

XeF2-ის მოლეკულაში Xe-ის ატომის ერთ-ერთი 5p ორბიტალისა და ფთორის ატომების ორი 2p ორბიტალისაგან წარმოიქმნება სამი მოლეკულური ორბიტალი  - მაკავშირებელი, არამაკავშირებელი და გამთიშავი. ოთხი ელექტრონიდან ორი განლაგდება მაკავშირებელზე და ორი არამაკავშირებელზე.