18.მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1.კეთილშობილი აირები

კითხვა:

როგორ ბუნებას ავლენს XeF2-ისა და XeF4-გან განსხვავებით XeF6? რომელი რეაქციები ადასტურებს მათ მიერ ამ ბუნების გამოვლენას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

XeF6 ამფოტერული ბუნებისაა. უფრო ძლიერ მჟავებთან წარმოქმნის კატიონურ კომპლექსს [XeF5][SO3F], ხოლო ბევრად უფრო ძლიერ ფუძეებთან წარმოქმნის ანიონურ კომპლექსს. მაგალითად,

CsF + XeF6→ Cs[XeF7]

2 CsF + XeF6→ Cs2[XeF8]