18.მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1.კეთილშობილი აირები

კითხვა:

რით განსხვავდება Rn, Xe და Kr დანარჩენი კეთილშობილი აირებისაგან?

 

პასუხი:

ქსენონის ქვეჯგუფის ელემენტები ჰელიუმის, ნეონისა და არგონისაგან განსხვავდებიან იონიზაციის მცირე პოტენციალით, ამიტომ წარმოქმნიან ჩვეულებრივი ტიპის ნაერთებს. ქსენონი ნაერთებში ავლენს +2, +4, +6, +8 ჟანგვით რიცხვს, კრიპტონი - +2-ს.