18.მე-18 ჯგუფის ელემენტები

18.1.კეთილშობილი აირები

კითხვა:

როგორ ღებულობენ (რომელი ბუნებრივი წყაროდან) ჰელიუმს?

 

პასუხი:

ჰელიუმს იღებენ ბუნებრივი წყაროებიდან, სადაც ის ბუნებრივ აირთან ერთად არის დაგროვებული. 1903 წელს ჰელიუმის მნიშვნელოვანი მარაგი იქნა აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადოებში აშშ-ში. ამიტომ აშშ დღესდღეობით წარმოადგენს ჰელიუმის უმსხვილეს მომწოდებელს.

ყველაზე გავრცელებული აირების სიმკვრივის კვლევისა და არგონის აღმოჩენისათვის რელეის მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიკაში, ხოლო რამზაის, – ატმოსფეროში სხვადასხვა ინერტული აირის აღმოჩენისათვის ̶ ნობელის პრემია ქიმიაში.