APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
მემატიანე

გოგი ჭირაქაძე

გოგი ჭირაქაძე

ყოველმხრივ განათლებული, ამავე დროს ძალიან უბრალო იყო, მე ვიტყოდი „ხალხოსანი’’. ტაშკენტის აეროპორტში გაფრენას ველოდებოდით რამდენიმე საათი. ყველა თვითმფრინავში ჩამსხდომი უზბეკი თუ ყაზახი დააკვალიანა, არ იზარებდა. მის კაბინეტში რემონტი კეთდებოდა. ცდილობდა ხარისხიანად გაკეთებულიყო საქმე. ,,ბატონო კარპუშ, ყავას დალევთ?’’ -მალიარს დასდევდა. ის- ,,კი, გოგიჯან’’. ეს -ბატონო კარპუშ (სომეხი იყო ალბათ), ის - გოგიჯანო…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგი ახალი გადმოსული იყო გეპეიში, იმ წელს ახალი ორგანული ქიმიის ლაბორატორიაც მიიღეს. პოლონური, ამწოვებით, ყველაფრით იყო აღჭურვილი- ხელსაწყოებით დაწყებული ქიმიური ჭურჭლით დამთავრებული. რეაქტივები თუ საჭირო იყო რუსეთიდან, ბაქოდან, ერევნიდანაც ჩამოგვქონდა. მოკლედ, მჩქეფარე სამეცნიერო მოღვაწეობა დაწყებული ჰქონდა ბატონ გოგის და ჩვენც, მისი რჩეულებიც თავს არ ვზოგავდით. ბატონი გოგის რჩეულებს შორის რჩეული გია…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

გოგი ჭირაქაძე ორგანულ ქიმიას გვკიკითხავდა. როდესაც არომატულ ნაერთებზე გადავედით, ლექციის დაწყებემდე დიდის ამბით მოგვილოცა ეს. ბენზოლი, ბენზოლის ელექტრონების პი სექსტეტი მისი საყვარელი თემა იყო. - მიყვარს ბათუმი, იქ ბულვარში სულ ბენზოლის ფორმულები ხატია-მეუბნებოდა ხოლმე (მაშინ ექვსკუთხა ფილაქნები იყო დაგებული ბულვარში). .. გეპეის მეორე კორპუსის დარბაზში მედეა ჩახავასთან შეხვედრა გაიმართა. ქალბატონ მედეას სიტყვით…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის სპეციალობაზე ვსწავლობდი. მეორე კურსიდან ვიწყებდით ორგანულ ქიმიას. როგორც მახსოვს, სამი სემესტრი ვსწავლობდით ორგანიკოსები ორგანულ ქიმიას. 6 სთ-იანი ლაბორატორიული გვქონდა ორგანულ სინთეზში. მოკლედ, სექტემბერში (სწავლა 1 სექტემბერს იწყებოდა) გულისწყვეტით გამოვეთხოვე ზღვას და ბათუმს (ბათუმელი ვარ), ჩამოვედი თბილისში. მეორე დღეს მივდივარ ინსტიტუტში. პლეხანოვზე ჩავჯექი ტროლეიბუსში (#14)…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ერთერთი პირველი შეკრება გვქონდა სუფრასთან. ერთი სადღეგრძელო უნდა ვთქვა- გამოგვიცხადა ბ-მა გოგიმ. ჩვენ გავფაციცდით. -სამი რამის სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დავლიო. პირველი -შრომის სიყვარული, მეორე - შრომის სიყვარული, მესამე - შრომის სიყვარული. ხშირად იმეორებდა ამ სადღეგრძელოს. შრომის სიყვარულში რომ გამომწვრთნა, მე ძალიან გამომადგა. მეორე კურსის ასპირანტი ვარ და ზაფხულის არდადეგების შემდეგ 2 სექტემბერს ჩავედი თბილისში.…

ნინო მხეიძესრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგი ბევრ სხვა თვისებასთან ერთად დახვეწილი იუმორითა და მოსწრებული სიტყვათაც იყო დაჯილდოებული. ძალიან არ უყვარდა სამსახურში დაგვიანება. თითქმის ყოველთვის 9-მდე ათი წუთით ადრე მოდიოდა და თუ მიგასწრებდა, იმ დღეს გამარჯობას აღარ გეტყოდა. ცხადია, ამის ფონზე სამსახურის გაცდენა წარმოუდგენელი იყო. თუ ვინმე ძალიან დაიგვიანებდა, ან საპატიო-არასაპატიო მიზეზით მაინც გააცდენდა, მთელი დღე შფოთავდა და ათასჯერ მაინც…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგი იყო უაღრესად სპეტაკი ადამიანი. იგი თავის გარშემო ყოველთვის ცდილობდა შემოეკრიბა ხალხი ყოველგვარი პროტექციის გარეშე. მახსოვს, ერთხელ, ოთხმა სტუდენტმა გამოთქვა კათედრაზე მუშაობის სურვილი. ჩვენ, სამწუხაროდ ამდენის აყვანა იმ მომენტში არ შეგვეძლო. არადა ოთხივე ძალიან კარგი სტუდენტები იყვნენ და რომელიმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭება ჭირდა. ჩვენ დილემის წინაშე ვიდექით და გამოსავალს ვერ ვპოულობდით. გამოსავალი…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგის გარეგნობას მისი ვაჟკაცური სული კიდევ უფრო მეტ სილამაზეს მატებდა. არ დამავიწყდება მისი შეუპოვრობა უმსგავსოებისა და უცოდინრობისადმი. 90-იანი წდების დასაწყისში, განუკითხაობის დროს გამოცდაზე ერთი თავზე ხელაღებული სტუდენტი ითხოვდა ნიშნის დაწერას ავტომატმომარჯვებული. ბატონი გოგი, როგორც წესი, გამოცდას მარტო არ იბარებდა, მაგრამ შეიარეღებულმა ხალხმა ყველა აიძულეს დაეტოვებინათ საგამოცდო ოთახი. დარჩნენ მხოლოდ…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

გოგი ჭირაქაძე

ძნელი წარმოსადგენია ბატონი გოგი თავისი მანქანის გარეშე. მისი უამრავი კურიოზისა და იუმორის წყარო ხშირად სწორედ ეს მანქანა ყოფილა. ერთხელ სამსახურში შეწუხებული მოვიდა და მეუბნება: -იცი, მე მგონი მოხვევის მაჩვენებელი არ მიმუშავებს. იქნებ დამეხმარო. მე უსიტყვოდ გამოვართვი მანქანის გასაღები და გავეშურე მის შესაკეთებლად. ბატონი გოგი კი მომიბრუნდა და დაამატა: -იცი, მე არ მინახავს თუ რომელი არ მუშაობს, მაგრამ რამდენჯერაც…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

გოგი ჭირაქაძე

ბატონი გოგი იყო უბადლო იუმორის მქონე ადამიანი. ხშირად მისი იუმორი ქიმიაზე იყო იმმობილიზებული. ბატონ გოგის ყოველთვის ჰყავდა ოჯახში ძაღლი - ტანო. ერთხელ, ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ასევე ჰყავდა ძაღლი, საუბარი მათ მოვლაზე ჩამოვარდა. იგი ბატონ გოგის უყვებოდა, თუ როგორ ასეირნებადა ყოველდღე და ყოველი გასეირნების შემდეგ თუ როგორ გულდასმით ჰბანდა. ბატონმა გოგიმ უსმინა, უსმინა და დაასკვნა: -Кажется Ваша собака гатова к…

ელიზბარ ელიზბარაშვილისრულად

11 მოგონება · გვერდი 1 / 2

მემატიანე