ბატონი გოგი იყო უბადლო იუმორის მქონე ადამიანი. ხშირად მისი იუმორი ქიმიაზე იყო იმმობილიზებული. ბატონ გოგის ყოველთვის ჰყავდა ოჯახში ძაღლი - ტანო. ერთხელ, ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ასევე ჰყავდა ძაღლი, საუბარი მათ მოვლაზე ჩამოვარდა. იგი ბატონ გოგის უყვებოდა, თუ როგორ ასეირნებადა ყოველდღე და ყოველი გასეირნების შემდეგ თუ როგორ გულდასმით ჰბანდა. ბატონმა გოგიმ უსმინა, უსმინა და დაასკვნა:
-Кажется Ваша собака гатова к микроанализу!
