ბატონი გოგი იყო უაღრესად სპეტაკი ადამიანი. იგი თავის გარშემო ყოველთვის ცდილობდა შემოეკრიბა ხალხი ყოველგვარი პროტექციის გარეშე. მახსოვს, ერთხელ, ოთხმა სტუდენტმა გამოთქვა კათედრაზე მუშაობის სურვილი. ჩვენ, სამწუხაროდ ამდენის აყვანა იმ მომენტში არ შეგვეძლო. არადა ოთხივე ძალიან კარგი სტუდენტები იყვნენ და რომელიმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭება ჭირდა. ჩვენ დილემის წინაშე ვიდექით და გამოსავალს ვერ ვპოულობდით. გამოსავალი მაშინ მოიძებნა, როდესაც სულ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ორი მათგანის მშობელი “კარგ” თანამდებობაზე მუშაობდა. ბატონმა გოგიმ დანარჩენი ორი სტუდენტი აიყვანა სამუშაოდ - ის ორი არ დაიკარგებაო.
