ძნელი წარმოსადგენია ბატონი გოგი თავისი მანქანის გარეშე. მისი უამრავი კურიოზისა და იუმორის წყარო ხშირად სწორედ ეს მანქანა ყოფილა. ერთხელ სამსახურში შეწუხებული მოვიდა და მეუბნება:
-იცი, მე მგონი მოხვევის მაჩვენებელი არ მიმუშავებს. იქნებ დამეხმარო.
მე უსიტყვოდ გამოვართვი მანქანის გასაღები და გავეშურე მის შესაკეთებლად. ბატონი გოგი კი მომიბრუნდა და დაამატა:
-იცი, მე არ მინახავს თუ რომელი არ მუშაობს, მაგრამ რამდენჯერაც მარჯვნივ შევუხვიე, იმდენჯერ მანქანები მუშტის ქნევით გამცდნენო.
