ეს საინტერესოა

რით არის გამოწვეული სულფონამიდური ანტიბიოტიკების არასასურველი გვერდითი მოვლენები?

სულფონამიდური ანტიბიოტიკების 1930 წლის აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს რევოლუციურ გარღვევად მედიცინაში.სულფონამიდური ანტიბიოტიკები პირველი სინთეზური პრეპარატებია, რომელიც წარმატებით გამოიყენება მთელი რიგი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ.

გამოქვეყნებულია: 17-08-2013 21:08:35

როგორ გავახადოთ ოქროს მოპოვების პროცესი უსაფრთხო?

მკვლევარებმა აშშ-დან შეიმუშავეს ოქროს სელექტიური გამოყოფისა და აღდგენის მეთოდი პირველადი ნედლეულიდან და მეორადი რესურსებიდან, მათ შორის შენადნობებიდან და ჯართიდან, რომელთათვისაც სიმინდის სახამებლიდან გამოყოფილი მარტივი ნახშირწყლები გამოიყენება.

გამოქვეყნებულია: 17-08-2013 21:08:25

გოგირდის სელექტიური განსაზღვრა სულფანებში

მკვლევარებმა აშშ-დან შეიმუშავეს ორი ტიპის რეაგენტი, რომელთაც ფლუორესცენციის გამოვლენით შეუძლია პერსულფიდები და პოლისულფიდები გოგირდწყალბადისაგან განასხვაოს. ახალი სამუშაოს შედეგები შეიძლება გახდეს არადესტრუქციული მეთოდებით სულფანებში გოგირდის განსაზღვრის საფუძველი, როგორც საანალიზო ნიმუშებში, ასევე შესაძლოა in vivo.

გამოქვეყნებულია: 11-08-2013 14:56:25

სუფთა ფოლადის მიღების ახალი ხერხი

აშშ-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს ლითონის, მათ შორის ფოლადის წარმოების გარემოზე ნაკლებად მავნე ზეგავლენის მქონე და შედარებით იაფი მეთოდი.

გამოქვეყნებულია: 11-08-2013 14:56:12

ახალი იმედი კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთათვის

ავადმყოფთათვის, რომლებიც მიოტონური დისტროფიით იტანჯებიან, ახალი იმედი გაჩნდა. ილინოისის უნივერსიტეტიდან მეცნიერებმა როჯერ ადამსის (Roger Adams) ხელმძღვანელობით, შექმნეს ახალი დაბალმოლეკულური ნაერთი, რომელიც ადამიანის ცოცხალ უჯრედში ამ დაავადების გამომწვევი ცილების რნმ-კლასტერს ანადგურებს.

გამოქვეყნებულია: 11-08-2013 14:55:58

შესაფუთი ჭკვიანი მასალა იტყობინება, როდის გაფუჭდება საკვები

მეცნიერები დიდი ბრიტანეთიდან აღნიშნავენ რომ სენსორი, რომელიც ჟანგბადის თანაობისას იცვლის შეფერილობას შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალის მწარმოებელთათვის. ჟანგბადთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში სენსორი ღებულობს ლურჯ შეფერილობას, რომელიც მიუთითებს მომხმარებელს, რომ მან არ უნდა შეიძინოს ასეთი ფერის შეფუთვის პროდუქტი.

გამოქვეყნებულია: 29-07-2013 11:15:11

პიროლიზინი - 22-ე ამინომჟავას ბიოლოგიური სინთეზი

ყველა ცნობილი ცილა პრაქტიკულად წარმოადგენს ოცი ამინომჟავას ბიოქიმიური კონდენსაციის შედეგად მიღებულ პროდუქტებს. მეოთხედი საუკუნის წინ 25 მკვლევარმა აღმოაჩინა ოცდამეერთე პროტეინოგენური ამინომჟავა - სელენოცისტეინი, და დაახლოებით ათი წლის წინ - ოცდამეორე - პიროლიზინი.

გამოქვეყნებულია: 08-07-2013 16:43:00

როგორ მოქმედებენ ფერმენტები მოლეკულების კონფიგურაციაზე

ზოგიერთი ანტიბიოტიკი ბაქტერიებს აუვნებელყოფს ფერმენტების ინჰიბირების ხარჯზე, რომლებიც მიკროორგანიზმების მიერ გამოიყენება საკუთარი უჯრედის კედლის ჩამოსაყალიბებლად. ზოგიერთი ბაქტერიისათვის უჯრედის კედლის ფორმირება დაფუძნებულია ალანინრაცემაზის ფერმენტის ზემოქმედებაზე, რომელიც ხელს უწყობს L-ალანინის მის ენანტიომერად D-ალანინში გარდაქმნას.

გამოქვეყნებულია: 27-06-2013 10:07:29

როგორ აკეთებდნენ ძველი რომაელები მინას

მინის წარმოება ჩ.წ.ა მესამე ათასწლეულში დაიწყო. ცნობილია, რომ უძველესი დროიდან მინის გამჭვირვალობისა ან პირიქით სიმღვრივისათვის, ნადნობს უმატებდნენ საბადოს შემადგენლობაში შემავალ სტიბიუმს მარტივი ნივთიერების ან ნაერთების სახით.

გამოქვეყნებულია: 27-06-2013 10:07:15

ქიმიკოსები ტვინის ქსოვილს გამჭვირვალეს ხდიან

ნეირობიოლოგიიის სპეციალისტების საუკუნოვანი კვლევების მიუხედავად, ჯერ კიდევ ყველა საიდუმლო არ არის ამოხსნილი, თუ როგორ სწავლობენ და აზროვნებენ ადამიანები. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია თვით ტვინის მთლიან სურათს, რომელშიც ჩანს მილიარდობით ნეირონების ერთმანეთთან ურთიერთ¬ქმედება.

გამოქვეყნებულია: 18-06-2013 10:08:27