ეს საინტერესოა

 

წყალბადის ატომი "კვანტურ მიკროსკოპში"

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად შეძლეს აღგზნებული წყალბადატომის ორბიტალურ სტრუქტურაზე დაკვირვება.

ასეთი შედეგები მიღწეულ იქნა „კვანტური მიკროსკოპის“ ახალი შესაძლებლობით, რომელშიც საინტერესო სტრუქტურის უშუალო ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება ფოტოიონიზაციის მიკროსკოპია. მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ფოტოიონიზაციური მიკროსკოპია ("photoionization microscopy"), რომლის თეორიული გამოყენების შესაძლებლობა პირველად სამიათეული წლის წინ იქნა გამოთქმული, არა მარტო ექსპერიმენტულ დონეზე შეიძლება იყოს რეალიზებული, არამედ გახდება კვანტური მექანიკაში ზოგიერთი ფაქიზი საკითხის შესწავლის ინსტრუმენტიც.

ტალღური ფუნქციის კონცეფცია კვანტურ-მექანიკური თეორიის ცენტრალურ პრინციპს წარმოადგენს -თუ გავამარტივებთ, მაშინ ტალღური ფუნქცია მოიცავს მაქსიმალურ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის კვანტური სისტემის მდგომარეობას. ტალღური ფუნქციის მნიშვნელობის განსაზღვრა შესაძლებელია შრედინგერის განტოლების ამოხსნით, ხოლო ტალღური ფუნქციის კვადრატი წარმოადგეს ნაწილაკის მდებარეობის ალბათობის სიხშირეს სივრცის განსაზღვრულ წერტილში.

 

სრულად

 

წყარო:Phys. Rev. Lett. 110, 213001 (2013), DOI: 10.1103/PhysRevLett.110.213001

 

გამოქვეყნებულია: 07-09-2013