ეს საინტერესოა

 

რით არის გამოწვეული სულფონამიდური ანტიბიოტიკების არასასურველი გვერდითი მოვლენები?

სულფონამიდური ანტიბიოტიკების 1930 წლის აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს რევოლუციურ გარღვევად მედიცინაში.სულფონამიდური ანტიბიოტიკები პირველი სინთეზური პრეპარატებია, რომელიც წარმატებით გამოიყენება მთელი რიგი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ. მხოლოდ ახლა, თითქმის 70 წლიანი სისტემატური ძიების შემდეგ, მკვლევარებმა შეძლეს ამ პრეპარატების მიღების შედეგად გამოწვეული თანმდები არასასურველი გვერდითი ეფექტების მიზეზის ახსნა.

წარმოქმნილი და მზარდი რეზისტენტობის ბაქტერიებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, დღესდღეობით სულფონამიდურ ანტიბიოტიკებს უკარგავს ძველ მიმზიდველობას. მიუხედავად ამისა, როგორც შვეიცარიის ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი კაი ჯონსონი (Kai Johnsson) აღნიშნავს, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად სულფამეტოკსაზოლი, დღემდე სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად - პნევმოციტოზის.

სულფონამიდური ანტიბიოტიკებით გამოწვეული არასასურველი გვერდითი მოვლენების მიზეზის მოლეკულურ დონეზე განსაზღვრამ, შეიძლება სამკურნალო პრეპარატების ეს ძველი ოჯახი ახალმა საღებავებმა შეცვალოს. კაი ჯონსონს მიაჩნია, რომ ქიმიკოს-ფარმაცევტებს შესწევთ უნარი შეცვალონ თერაპიული მიდგომა, რათა პაციენტს არ აღენიშნებოდეს თავის ტკივილი, ცხელება, ღებინება და უძილობა, რაც ჩვეულებრივ სულფონამიდების მიღებასთანაა დაკავშირებული.

 

სრულად

 

წყარო:Science 2013, DOI: 10.1126/science.1232972

 

გამოქვეყნებულია: 17-08-2013