ეს საინტერესოა

 

როგორ აკეთებდნენ ძველი რომაელები მინას

მინის წარმოება ჩ.წ.ა მესამე ათასწლეულში დაიწყო. ცნობილია, რომ უძველესი დროიდან მინის გამჭვირვალობისა ან პირიქით სიმღვრივისათვის, ნადნობს უმატებდნენ საბადოს შემადგენლობაში შემავალ სტიბიუმს მარტივი ნივთიერების ან ნაერთების სახით.

სტიბიუმის სხვადასხვა საბადო ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი იზოტოპური შემადგენლობით, ამიტომაც ბელგიელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა, ამ უმნიშვნელო განსხვავებების რაოდენობრივი განსაზღვრისათვის, მოახდინეს მას-სპექტრომეტრული მეთოდის ოპტიმიზაცია ინდუქციურად დაკავშირებულ პლაზმასთან [inductively-coupled plasma mass spectrometry (ICP-MS)]. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მინის ანალიზის ნიმუშებით ახალი მეთოდის საშუალებით შეძლებდნენ გაიგონ უძველესი რომაული ანტიკური მინის მწარმოებლების საიდუმლო და განსაზღვრონ ნედლეულის წყაროს გეოგრაფია.

 

სრულად

 

წყარო:J. Anal. At. Spectrom., 2013, DOI: 10.1039/c3ja50018g

 

გამოქვეყნებულია: 27-06-2013