ეს საინტერესოა

 

სუფთა ფოლადის მიღების ახალი ხერხი

აშშ-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს ლითონის, მათ შორის ფოლადის წარმოების გარემოზე ნაკლებად მავნე ზეგავლენის მქონე და შედარებით იაფი მეთოდი.

ახალი მეტალურგიული პროცესის საშუალებით შესაძლებელია შედარებით მაღალი სისუფთავის ფოლადის მიღება და ამავე დროს მცირდება გამონაბოლქვი სათბური აირების რაოდენობაც.

ელექტროლიზის მეთოდიკა [molten oxide electrolysis (MOE)] ითვალისწინებს მეტალოქსიდური ნედლეულიდან გამლღვალ ოქსიდებზე ელექტრული დენის მოქმედებით თხევადი მეტალისა და მოლეკულური ჟანგბადის მიღებას. ეს თითქმის არ არის ლითონების მიღების ახალი მეთოდი, თუმცა, მისი გამოყენება იზღუდება მაღალი ღირებულებით და იმ ფაქტით, რომ პრაქტიკაში ნადნობი ოქსიდების ელექტროლიზი მიმდინარეობს ძვირფასი და იშვიათი მასალისაგან დამზადებული ანოდით, როგორიცაა, მაგალითად ირიდიუმი. რკინის მისაღებად ნადნობი ოქსიდების ელექტროლიზი საჭიროებს დაახლოებით1600°C ტემპერატურას, რომლის დროსაც მეტალების დიდი ნაწილი შესაძლო კოროზიას ექვემდებარება.

მასაჩუსესის ტექნოლოგიურიდან დონალდ სადოვეიმ (Donald Sadoway) თავის კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ნადნობი ოქსიდების ელექტროლიზის პროცესში შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული ქრომის შენადნობისაგან დამზადებული ანოდი. როგორც პროექტზე მომუშავე ერთ-ერთი მონაწილე ანტუან ალანორე (Antoine Allanore) აღნიშნავს, პირველად იქნა წარმოდგენილი, რომ დედამიწის ქერქში გავრცელებული მეტალები, განსაკუთრებით მათი შენადნობები, შეიძლება გამოყენებულ იქნას საანოდე მასალად, რომელიც მდგრადია მაღალტემპერატურული ელექტროლიზის დროს გამოყოფილი ჟანგბადის ზემოქმედების მიმართ.

 

სრულად

 

წყარო:Nature, 2013, DOI:10.1038/nature12134

 

გამოქვეყნებულია: 11-08-2013