14. მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.2. სილიციუმი
3. მოიყვანეთ სილიციუმის მიღების მეთოდები.
4. როგორ მიიღება ქიმიურად სუფთა სილიციუმი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
5. რა მეთოდით და როგორ მიიღება ნანო-SiO2? რაზეა დაფუძნებული ეს მეთოდი?
6. როგორ მიიღება ტექნიკაში სილიციუმ/ნახშირბადის შენადნობი კარბორუნდი?
7. როგორ და რა პირობებში იშლება კარბორუნდი?
8. სად გამოიყენება კარბორუნდი?
9. რომელ მინერალურ მჟავასთან და როგორ ურთიერთქმედებს სილიციუმი?
10. როგორ ურთიერთქმედებს სილიციუმი ტუტეების წყალხსნარებთან და წყალთან?
12. რატომ გამოირჩევა ალმასი და კარბორუნდი (SiC) დიდი სიმაგრით?
13. როგორ მიიღება სილიციდები და რა გამოყენება აქვთ მათ?
14. რა სამრეწველო გამოყენება აქვს სილიციუმს?
15. რას წარმოადგენს H2[SiF6] და როგორ მიიღება?
16. როგორი ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს სილიციუმის ტეტრაფთორიდს და ფთორსილიკატებს ადამიანის მიმართ?
17. როგორი აღნაგობა აქვს სილიციუმის დიოქსიდს?
18. რა არის სიტალები და რა გამოყენება აქვთ მათ?