14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.2.სილიციუმი
კითხვა:
რა განსხვავებაა სილიციუმის ელექტრონულ აღნაგობასა და ნახშირბადის ელექტრონულ აღნაგობას შორის? ამ განსხვავების გამო რა თვისებებია დამახასიათებელი სილიციუმისთვის?
პასუხი:
სილიციუმი მესამე პერიოდის ელემენტია. სილიციუმის და ნახშირბადის ატომებში ელექტრონების რაოდენობა გარე ელექტრონულ შრეზე ერთნაირია და 4-ის ტოლია. ამიტომ მათი ქიმიური თვისებები მსგავსია, თუმცა, იმის გამო, რომ სილიციუმის ატომში ელექტრონული შრეების რიცხვი მეტია ნახშირბადის ატომთან შედარებით, ის ნახშირბადზე ადვილად გასცემს ელექტრონებს და აქედან გამომდინარე, უფრო მეტად ავლენს მეტალურ თვისებებს. მას აქვს თავისუფალი d-ორბიტალები და ამიტომ შეუძლია კომპლექსნაერთის წარმოქმნა. მისი მაქსიმალური კოორდინაციული რიცხვი 6-ის ტოლია (H2SiF6). სილიციუმი არალითონია, მაგრამ რადიუსის სიდიდის გამო მასში არამეტალური აქტიურობა უფრო სუსტადაა გამოხატული, ვიდრე ნახშირბადში. რადიუსის გაზრდის გამო, სილიციუმისათვის sp და sp2 ჰიბრიდული მდგომარეობები არ არის დამახასიათებელი (თუმცა, ცნობილია ისეთი მეტალორგანული ნაერთები, რომლებშიც სილიციუმის ატომი sp2 ჰიბრიდულ მდგომარეობაშია. ნახშირბადის და სილიციუმის ატომების ელექტრონული სტრუქტურების გამარტივებული მოდელები