14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.2.სილიციუმი
კითხვა:
როგორი აღნაგობა აქვს სილიციუმის დიოქსიდს?
პასუხი:
სილიციუმის დიოქსიდიბუნებრივი არაორგანულიპოლიმერია: [SiO2]n. მის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს SiO4-ის ტეტრაედრული სტრუქტურული რგოლი, რომელიც სამი სხვადასხვა ფორმით შეიძლება არსებობდეს, რაც სილიკატების მრავალფეროვნებას განაპირობებს. ისინი წარმოქმნიან სხვადასხვა ზემოლეკულურ სტრუქტურას – ჯაჭვებს, ლენტებს და შრეებს, რომლებიც მათ შორის განლაგებული კატიონებით არიან შეკავშირებული. გამოიყენება სილიკატურ მრეწველობაში; სუფთა სილიციუმის დიოქსიდი (კვარცი) გამოიყენება ოპტიკაში; ნანო სილიციუმის დიოქსიდი გამოიყენება ნანოტექნოლოგიაში და სხვ. მდგრადია მჟავების მოქმედების მიმართ; იხსნება მხოლოდ ფთორწყალბადმჟავაში სილიციუმის ტეტრაფთორიდის წარმოქმნით:
SiO2 + 4 HF → SiF4 + 2 H2O
SiO2-ზე ნახშირბად(II)-ის ოქსიდის და ქლორის მოქმედებით მიიღება სილიციუმის მნიშვნელოვანი ნაერთი – SiCl4, რომელიც სილიციუმორგანული ნაერთების სინთეზში ერთ-ერთი საბაზისო ნაერთია:
SiO2 + 2 C + 2 Cl2 → SiCl4 + 2 CO