14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.2.სილიციუმი
კითხვა:
სილიციუმის ატომის ელექტრონული სტრუქტურებისაგან (ჰიბრიდული მდგომარეობიდან) რომელია მდგრადი? როგორია სილიციუმის ატომის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში?
პასუხი:
სილიციუმი და ნახშირბადი თვისებებით მკვეთრად განსხვავებულ ოქსიდებს წარმოქმნის. კაჟმიწა (SiO2) მყარი, ძალიან ძნელად ლღობადი ნივთიერებაა, ხოლო CO2 აირია. ეს მკვეთრი განსხვავება აიხსნება სილიციუმის ატომის sp3 ჰიბრიდიზაციით. CO2 -ში კი, ნახშირბადატომი sp ჰიბრიდულ მდგომარეობაშია. ნახშირბადის კოორდინაციული რიცხვი CO2 -ში 2-ის ტოლია, SiO2-ში სილიციუმის კოორდინაციული რიცხვი კი 4-ია. ამიტომ სილიციუმის თითოეული ატომი მოქცეულია ჟანგბადის ოთხი ატომისაგან შექმნილ ტეტრაედრში არა მარტო კაჟმიწაში, არამედ სილიციუმის ყველა სხვა ჟანგბად ნაერთშიც - სილიციუმის მჟავასა და მის მარილებში.
სილიციუმის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში არის -4 და +4.