სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის 9 კლასისა და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-9 კლასის მოსწავლე ბაკურ ყალიჩავა



 

 

თუ გესმის ატომის, გაუგებ გალაქტიკას!!!

გამარჯობა ბაკურ. გაეცანით ჩვენს აუდიტორიას.

მე ვარ ბაკურ ყალიჩავა-ჩხოროწყუდან, ვსწავლობ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს,  ვარ  მე-9 კლასის მოსწავლე, ჩემი კლასი გამორჩეულია მთელ  სკოლაში, რადგან თითქმის ყველა სასკოლო  თუ  სკოლისგარეშე  აქტივობაში ვართ ჩართული, ეს კი დამრიგებლის ქ-ნ სოფიო გოგოხიას დამსახურებაა, რომელიც ამავე დროს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია და მე ძალიან ვამაყობ ამით.

 

რადგან ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში“ სწავლობთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქიმია გიყვართ. მაგრამ მარტო ქიმიით ხართ დაინტერესებული, თუ ზოგადად საბუნებისმეტყველო დისციპლინები გიტაცებთ?

ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ და ბევრ კითხვაზე პასუხს     სწორედ საბუნებისმეტყველო საგნებიდან ვიგებ.  ძალიან მიყვარს ფერადი და საინტერესო  ქიმიური  ექსპერიმენტები, თავისუფალ დროს თავად ვატარებ სახლში  მარტივ და უსაფრთხო  ,,ჯადოქრობებს" ...

 

და მაინც რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთადა საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ?

ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთის შესახებ ინფორმაცია სახლში გავიგე, ოჯახის ორი წევრი ქიმიკოსია და მათ მირჩიეს დარეგისტრირებულიყავი. მე კი სკოლაში თანაკლასელებს  ,გავაცანი “ ზურგჩანთა"  და დღეს ჩვენ ერთად ვესწრებით საინტერესო  ონლაინ გაკვეთილებს...

 

ხომ არ შეცდით არჩევანში? მოგცათ რაიმე დამატებითი ცოდნა ამ სკოლამ?

ონლაინ სკოლის   გაკვეთილებმა   მომცა შესაძლებლობა გამეღრმავებინა   ცოდნა  ქიმიაში, ჩემი თანატოლებიდან ბევრი ფიქრობს რომ ქიმია რთული საგანია, მაგრამ ეს ასე არ არის,  ქიმიის სწავლა ბევრად  უფერო იოლია,  როცა გყავს  ისეთი პროფესიონალი მასწავლებლები როგორიც ,,ზურგჩანთაში" არიან.

 

მადლობა ასეთი შეფასებისათვის.  გვახარებს,  რომ გაამართლა თქვენი იმედები. დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?

ონლაინ სკოლაში თბილი და საქმიანი გარემოა, სასწავლო პროცესი  კი საინტერესო, რისთვისაც მადლიერი ვარ პროექტის ორგანიზატორების და მთლიანად ონლაინ სკოლის გუნდის, ვისურვებდი მასწავლებლებისა და თანატოლების გაცნობას ფიზიკურ გარემოში, მჯერა, რომ ეს დღეც დადგება...

წარმატებები ჩვენ!..

დიდი მადლობა. სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას გისურვებთ.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 15-05-2022

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები