14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.2.სილიციუმი
კითხვა:
რატომ გამოირჩევა ალმასი და კარბორუნდი (SiC) დიდი სიმაგრით?
პასუხი:
სილიციუმის კარბიდი - SiC (კარბორუნდი) არსებობს კუბური და ჰექსაგონალური მოდიფიკაციის სახით. სუფთა კარბორუნდი დიელექტრიკია, ხოლო ზოგიერთი მინარევის არსებობის შემთხვევაში – ნახევარგამტარი. ლღვება 2830 °C ტემპერატურაზე; სიმაგრით უტოლდება ალმასს. მისი კრისტალური მესერი ალმასის მესრის მსგავსია (ოდნავ დეფორმირებული). კარბორუნდი ქიმიურად მდგრადია. მასში სილიციუმისა და ნახშირბადის ატომები მონაცვლეობს. სილიციუმის თითოეულ ატომთან ბმულია ნახშირბადის 4 ატომი და პირიქით.