14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

რას წარმოადგენს H2[SiF6] და როგორ მიიღება?

 

პასუხი:

H2[SiF6] – კომპლექსური ნაერთია, რომელშიც სილიციუმის კოორდინაციული რიცხვი 6-ია; ძლიერი მჟავაა (თავისუფალ მდგომარეობაში გამოყოფილი არ არის). მისი [SiF6]2- ანიონი წყალხსნარში მდგრადია. ამ მჟავის მარილები - ფთორსილიკატები მიიღება: ტუტე მეტალთა ფთორიდებთან SiF4-ის ურთიერთქმედებით:

SiF4 + 2 KF → K2[SiF6]