14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

როგორ მიიღება სილიციდები და რა გამოყენება აქვთ მათ?

 

პასუხი:

სილიციდებიდან განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება (ფოლადის წარმოებაში) რკინის სილიციდი – ფეროსილიციუმი (საქართველოში აწარმოებენ ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანაში), მოლიბდენის სილიციდი (ელექტროღუმელების გამახურებლებად), მაგნიუმის სილიციდი – Mg2Si:

SiO2 + 4 Mg → Mg2Si + 2 MgO

 

სილიციდებიდან განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება:

  • რკინის სილიციდი – ფეროსილიციუმი;
  • მოლიბდენის სილიციდი (ელექტროღუმელების გამახურებლებად);
  • მაგნიუმის სილიციდი – Mg2Si – სილანის მისაღებად:

 Mg2Si + 4 HCl → SiH4 + 2 MgCl2