14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.2.სილიციუმი
კითხვა:
როგორ მიიღება ქიმიურად სუფთა სილიციუმი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
ნახევარგამტარული სისტემებისათვის აუცილებელი პირობაა განსაკუთრებული სისუფთავის სილიციუმის გამოყენება. მაღალი სისუფთავის სილიციუმი მიიღება:
- სილიციუმის ქლორიდის (SiCl4) წყალბადით აღდგენით მაღალ ტემპერატურაზე:
SiCl4 + 2 H2 → Si + 4 HCl
- სილიციუმის წყალბადნაერთის (SiH4) ან SiI4-ის თერმული დაშლით:
SiH4 ® Si + 2H2SiI4 → Si + 2 H2
- ტეტრაქლორსილიციუმის ორთქლის (მაღალ ტემპერატურაზე) თუთიის ფხვნილზე გატარებით:
SiCl4 + 2 Zn → Si + 2 ZnCl2