APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი

ქიმიის უწყებანი

სამეცნიერო-შემეცნებითი ელექტრონული ჟურნალი · ქართულ და ინგლისურ ენებზე · ღია წვდომა (Open Access)

ყდა: ტომი 1, № 1

ტომი 1, № 1 (2013)

17 სტატია

მთლიანი ნომერი PDF — გახსნა (ახალ ჩანართში) ჩამოტვირთვა

რედაქტორისაგანგვ. 9–10

რედაქტორისაგან

ელიზბარ ელიზბარაშვილი

სამეცნიერო, პოპულარული და შემეცნებითი ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა ქიმიისა და ქიმიკოსების საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტმედია, არ არის განებივრებული კარგი პროფესიული ჟურნალებით. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა…

გამოქვეყნდა: 24 თებერვალი, 2013 · ნანახია 4208-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 9–11

გიჟების კოშკი (ქაფპლასტის ისტორია)

ქეთევან კუპატაძე

სტატიაში სახალისო და პოპულარულ დონეზეა განხილული ალდეჰიდები და მათი თვისებები. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პოლიკონდენსაციის რეაქციის შედეგად მიღებულ პროდუქტზე-ქაფპლასტზე, რომელსაც ამავე დროს საინტერესო ისტორია აქვს. ავტორის მიზანია სტატია ერთნაირად…

გამოქვეყნდა: 26 თებერვალი, 2013 · ნანახია 8037-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 14–15

შერლოქ ჰოლმსი და ქიმია

ვახტანგ ბოჭოროშვილი

სტატიაში განხილულია არტურ კონან დოილის რომანებში აღწერილი ქიმიური ნაერთები და ქიმიური კრიმინალისტიკის ელემენტები. დოილის ნაწარმოებებიდან, როგორიცაა შერლოქ ჰოლმსი, ბასკერვილების ძაღლი და სხვა, აშკარად იკვეთება, რომ ავტორი ქიმიას კარგად იცნობდა.

გამოქვეყნდა: 28 თებერვალი, 2013 · ნანახია 7104-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 16–16

სამყაროს წონასწორობა

თამარ რაზმაძე

დრომ წარმოშვა პრობლემა? ისევ დრო მოიტანს საშველს. რეცეპტი ბუნებაშია, მაგრამ მას დაკვირვება, მოსმენა და გაგება სჭირდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ბუნების ენა ქიმიაა. ყოველშემთხვევაში ის მე ამ ენაზე მესაუბრება.

გამოქვეყნდა: 12 მარტი, 2013 · ნანახია 3656-ჯერ · სრულად →

მიმოხილვაგვ. 17–22

მელატონინისა და β-კარბოლინის ანალოგების შესახებ

ლუიზა თალაკვაძე

ექსპერიმენტალურად არის ნაჩვენები, რომ ეპიფიზის ჰორმონალური ნაერთის – მელატონინის და β-კარბოლინის ცხიმოვან-არომატული ანალოგები, რომლებიც მიეკუთვნებიან ზემოთ განხილული ნაერთების სერიას, სიმსივნის ზოგიერთი შტამის მიმართ ამჟღავნებენ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

გამოქვეყნდა: 19 მარტი, 2013 · ნანახია 8477-ჯერ · სრულად →

სწავლებაგვ. 23–27

პასუხების შეტანის პრობლემები ცოდნის კომპიუტერული კონტროლის განხორციელებისას

როზლანდ კვირკველია

სტატიაში შემოთავაზებულია კომპიუტერული კონტროლის მოდიფიცირებული მეთოდი (“მენიუს მეთოდი ნაწილობრივ ფარული პასუხებით”), რომელიც, ტრადიციულისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს კომპიუტერული კონტროლის ჩატარების უფრო ზუსტ შედეგებს, ხოლო სასწავლო პროცესში გამოყენებისას…

გამოქვეყნდა: 20 მარტი, 2013 · ნანახია 4422-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 28–30

ლიპიდები - როდის არის საშიში ორგანიზმისათვის

ხათუნა გოგალაძე

დღეისათვის ლიპიდების ქიმია ძირითადად დაკავშირებულია ბიოლოგიური მემბრანის კვლევასთან, თუმცა ქიმიური გზით მიღებულ ლიპიდებს საკვების, სამკურნალო, კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებათა მისაღებად იყენებენ.

გამოქვეყნდა: 21 მარტი, 2013 · ნანახია 14436-ჯერ · სრულად →

მეცნიერებაგვ. 31–32

სინთეზური ესტერული ცვილის სტრუქტურა და თვისებები

მანანა სირაძე, ირინე ბერძენიშვილი, ნინო ნეფარიძე, ირმა გოქსაძე

დადგენილია, რომ სინთეზური და ნატურალური ცვილები ძირითადი თვისებებით ახლოს არიან ერთმანეთთან. სინთეზური და ნატურალური ცვილების რეოლოგიური თვისებები კარგად კორელირებადია მათ მიკროსტრუქტურასთან. ცვილების ბუნებისაგან დამოუკიდებლად ისინი წარმოქმნიან მაღალ…

გამოქვეყნდა: 23 მარტი, 2013 · ნანახია 5485-ჯერ · სრულად →

შემეცნებითიგვ. 33–34

ოსმოსი და ცოცხალი უჯრედი

ირინე ბერძენიშვილი, მანანა სირაძე

ბუნებაში ყველაფერი მიისწრაფვის წონასწორობისაკენ, ამ შემთხვევაში კი კონცენტრაციის გათანაბრებისაკენ. ამიტომ, როცა ასეთი მემბრანა ყოფს სხვადასხვა კონცენტრაციის ორ ხსნარს, გამხსნელის გადასვლა ყოველთვის მიმდინარეობს განზავებული ხსნარიდან კონცენტრირებულისაკენ.

გამოქვეყნდა: 31 მარტი, 2013 · ნანახია 10040-ჯერ · სრულად →

მიმოხილვაგვ. 35–38

ჭრილობების ინოვაციური მეთოდებით მკურნალობის საშუალებები

ფიქრია აფხაზავა

სტატიაში მიმოხილულია ჭრილობებისა და ნაწოლების ტრადიციული და ინოვაციური მეთოდით მკურნალობის შესახებ.

გამოქვეყნდა: 4 აპრილი, 2013 · ნანახია 13180-ჯერ · სრულად →

მიმოხილვაგვ. 39–40

მზე - ოქროს დისკი

რეზო კლდიაშვილი, დავით დადიანი

მე-18 საუკუნის ფლორენციელმა მოაზროვნემ გალილეო გალილეიმ თავისი ტელესკოპი ცისკენ მიმართა და აღნიშნა, რომ მზე სულაც არ არის იდეალური როგორც აქამდე მიაჩნდათ, მან მზეზე შენიშნა ლაქები. ამ მოსაზრებამ რევოლუცია მოახდინა მეცნიერებაში. გაჩნდა კითხვები: რა ლაქებია? რა…

გამოქვეყნდა: 5 აპრილი, 2013 · ნანახია 5729-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 42–44

ნერწყვის ქიმიზმი

რეზო კლდიაშვილი

პირის ღრუს სითხის ხარისხობრივ შემადგენლობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეტალურმა პროტეზებმა. დამტკიცებულია რომ მეტალური შენადნობების კომპონენტებმა, პირის ღრუში დნობისას შეუძლიათ შეცვალონ პირის ღრუს სითხის მიკროელემენტები

გამოქვეყნდა: 19 აპრილი, 2013 · ნანახია 23701-ჯერ · სრულად →

მიმოხილვაგვ. 45–54

გენმოდიფიცირებული პროდუქტები - რეალური თუ ცრუ საფრთხე?

ლიანა ქოიავა, თამარ კაჭარავა

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. მაგრამ უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები? სტატიაში განხილულია ორი საწინააღმდეგო თვალთახედვა…

გამოქვეყნდა: 19 აპრილი, 2013 · ნანახია 15796-ჯერ · სრულად →

მიმოხილვაგვ. 55–56

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდიკა

თ. ქარქუსაშვილი

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები კრიმინოლოგიური ცოდნის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების ხერხებს წარმოადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი დანაშაულზე, მისი ფუნქციონირების კანონზომიერებებზე, დამნაშავეების პიროვნულ თვისებებზე და დანაშაულთან ბრძოლის გზებზე…

გამოქვეყნდა: 5 მარტი, 2013 · ნანახია 8300-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 57–57

ჩემო პატარა მეგობრებო!

თეა მათითაიშვილი

რა არის ქიმია? რატომ შეიძლება იგი ადამიანს უყვარდეს და გადაწყვიტოს, რომ მთელი ცხოვრება დაუღალავად ემსახუროს, პატარა ბავშვივით ეფეროს და მისი კანონზომიერებების შეცნობაში ღამეები ათენოს.

გამოქვეყნდა: 30 მაისი, 2013 · ნანახია 4095-ჯერ · სრულად →

ეკოლოგიაგვ. 58–62

საშიში საკვები დანამატები

ნანა მეგრელიშვილი

განხილულია თანამედროვე კვების მრეწველობაში გამოყენებული საკვები დანამატები. მოცემულია მათი კლასიფიკაცია, დანიშნულება, როლი საკვები პროდუქტების ხარისხის ამაღლებასა და სასაქონლო და სამომხმარებლო სახის გაუმჯობესებაში, ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

გამოქვეყნდა: 1 მაისი, 2013 · ნანახია 18799-ჯერ · სრულად →

მიმოხილვაგვ. 63–68

ლუმინესცენციის ფენომენი

ირმა ლაგვილავა

რა არის ლუმინესცენცია და როგორი ნაერთები ლუმინესცენცირებენ? როგორია ლუმინოფორული ნაერთების სტრუქტურული თავისებურებები და რა კანონზომიერებებია დაკავშირებული სხვადასხვა ნაერთის ფლუორესცენციულ თვისებასთან? ეს მოვლენა დღეისათვის მეცნიერების ინტენსიური კვლევის…

გამოქვეყნდა: 6 ივლისი, 2013 · ნანახია 7815-ჯერ · სრულად →